სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილმა, მსოფლიოსერთ-ერთმა უმდიდრესმა კაცმა, რომელსაც $6.5-ის ქონება აქვს,ვაშინგტონში PR კონსულტანტების და ლობისტების პატარა არმიადაიქირივა. ამ არმიაში სულ ცოტა 7 ყველაზე ცნობილი ვაშინგტონურიფირმა შედის. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისიბიზნეს-იმპერია ვლადიმერ პუტინის რუსეთში შექმნა, ის, მოცემულიმომენტისთვის, უსამშობლოოდ არის დარჩენილი – მან უარი თქვასაფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეობაზე, ხოლო საქართველოში მასმოქალაქეობა ჩამოართვეს, რადგან იქ ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია. დღეს Politico იუწყებოდა, რომ ფირმები, რომლებიც მუშაობენ მილიარდერზე (Patton Boggs, National Strategies, Downey McGrath და სხვები) – არ დარეგისტრირებულან უცხოური სააგეტოების რეგისტრაციის აქტის შესაბამისად, ანუ იმ კანონის შესაბამისად, რომელიც 1938 წლიდან არეგულირებს უცხოური პოლიტიკური პარტიის, ან მთავრობის სახელით აშშ-ს პოლიტიკაზე ზემოქმედების ძალისხმევას. ამ ფაქტმა მთელი რიგი სამართლებრივი კითხვები გააჩინა ლობისტურ კამპანიასთან დაკავშირებით. უფრო მეტ კითხვას ბადებს მილიარდერის ვაშინგტონური აქტივობის მიზნები. გასულ თვეს კონგრესმენმა ჯიმ მაკდერმოტმა, დემოკრატმა ვაშინგტონიდან, რომელიც ერაყში აშშ-ს ინტერვენციის წინა დღეებში მხარში ედგა სადამ ჰუსეინს, რეზოლუცია წარადგინა. ეს რეზოლუცია აღსავსე იყო ივანიშვილის ქებით და აბუჩად იგდებდა საქართველოს ამჟამინდელ „რეჟიმს”, რომელიც უსაზღვროდ პრო-ამერიკულია და იმით ამაყობს, რომ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტიგენტი ჰყავს ავღანეთში აშშ-ს ჯარებთან ერთად. ივანიშვილის ბიზნესინტერესებმა შესაძლოა ამბის ნაწილი მოგვითხრონ. მილიარდერი ერთადერთი უდიდესი კერძო ინვესტორია რუსულ სახელმწიფო კომპანიაში, გაზის გიგანტ „გაზპრომში”. ამავდროულად, ის ფლობს რუსეთის ნავთობკომპანიის „ლუკოილის” მსხვილ აქციებს. მას აქვს ბანკი და დიდი უძრავი ქონება რუსეთში. არ არის გასაკვირი, რომ ივანიშვილმა პუტინი და „დემოკრატიის” მისეული ვერსია შეაქო. ივანიშვილის პარტნიორები საქართველოში კიდევ უფრო მკვეთრად ითხოვენ იმას, რომ ქვეყანამ შეწყვიტოს ნატოში გაწევრიანების მცდელობები და თავისი პოზიციების განმტკიცება დასავლური დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობაში. კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან ამ ძალისხმევაში, საძაგელ რეჟიმებთან მუშაობის გამოცდილება აქვთ, მათ შორის Patton Boggs-საც, რომელიც ვაშინგტონში პეკინის ინტერესებსაც წარმოადგენს. მაგრამ ცალკე უნდა გამოვყოთ ერთი ფირმა, როგორც უცნაური არჩევანი. კომპანია Peter Mirjianian Public Affairs, რომელსაც თავისი დემოკრატი ლობისტის სახელი ჰქვია, კარგად არის ცნობილი იმით, რომ ქალაქში სომხეთის ინტერესებს წარმოადგენს, მათ შორის, ამერიკის სომხური ეკლესიისა და აშშ-ს სომხეთის ნაციონალური კომიტეტის ინტერესებს. ივანიშვილის კოალიციას საქართველოში მკვეთრად გამოხატული ანტი-სომხური განწყობები აქვს. გუბაზ სანიკიძემ, ეროვნული ფორუმის ლიდერმა, ივანიშვილის „ქართული ოცნების” კოალიციის პარტნიორმა განაცხადა, რომ „სომხური ეკლესია საქართველოს გარეთ გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ქართული ეკლესია და თუ მას შიგნით ისეთივე სტატუსი ექნება, ჩვენ სომხები გადაგვივლიან“. ივანიშვილის პარტიის ერთ-ერთმა წევრმა და თანადამფუძნებელმა, მანანა კობახიძემ ახალი მოძრაობის ანტი-ამერიკული, ანტი-ლიბერალური ფილოსოფია აიტაცა, როდესაც მან (he) დაგმო საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ „ის ცდილობს ასიამოვნოს ამერიკას უმცირესობების დაცვით… ჩვენი ისტორიულ-მართლმადიდებლური ეთნოფსიქიკის, ზნეობის განადგურებით დემოკრატიის შენებას თუ ცდილობს ვინმე– ასეთი დემოკრატია ვის რად უნდა?” თუ ივანიშვილი და მისი ლობისტები წარმატებას მიაღწევენ ქართულმა დემოკრატიამ და საქართველოს უმცირესობებმა შეიძლება კიდევ ერთი მძიმე უკუსვლა განიცადონ. |