„თუ სააკაშვილი დადგა ძალაუფლების დაკარგვის წინაშე, შესაძლოა ცხოველურმა შიშმა გადასძლიოს პრაგმატიზმს”

„თუ სააკაშვილი დადგა ძალაუფლების დაკარგვის წინაშე, შესაძლოა ცხოველურმა შიშმა გადასძლიოს პრაგმატიზმს”

„პოლიტიკურ ასპარეზზე მე ბიძინა ივანიშვილს ვგულშემატკივრობ იმდენად, რამდენადაც ვგულშემატკივრობ მილიონობით ჩემი თანამემამულის ბუნებრივ სწრაფვას თავისუფლებისაკენ, ვგულშემატკივრობ ნორმალური, ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივას ჩემს ქვეყანაში“, - ეს სიტყვები

მწერალ კოტე ჯანდიერს ეკუთვნის, რომელსაც საქართველოს დღევანდელობაზე  ვესაუბრეთ: 

ორი წლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ტოტალიტარიზმზე საუბრისას ახსენეთ კომუნიზმი,ზვიადიზმი და მიშიზმი.  რასაც მაშინ მიშიზმი უწოდეთ ორი წლის შემდეგ უფრო აგრესიული ხომ არგახდა (გავიხსენოთ სიტყვები (თხუნელებიმუმიები), რომლითაც სააკაშვილი სენიებოპონენტებს)?    

- კომუნიზმი მარქსისტული თეორიის, საყოველთაო თანასწორობისა და კეთილდღეობისკენ სწრაფვის დეკლარირებას აგრესიული კოსმოპოლიტური რიტორიკით ახდენდა. „ზვიადიზმის“, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობას იდეოლოგია, მკვიდრი ერის უპირატეს უფლებათა აღიარებაზე იყო დაფუძნებული და აგრესიული ნაციონალიზმის ენით მეტყველებდა. „მიშიზმის“ რიტორიკა კი ასევე აგრესიული, რადიკალური ლიბერალიზმისა და ნაციონალიზმის აბსურდული ნაზავია. თუმცა იდეოლოგიასა და რიტორიკას რა მნიშვნელობა აქვს? ამ სამი, განსხვავებული ენობრივი მოვლენის მიღმა ერთი და იგივე მისწრაფება იმალება: ტოტალური კონტროლი ადამიანთა აზროვნებაზე, მეტყველებაზე, ქცევაზე, ადამიანური აქტივობის ნებისმიერ სფეროზე. ტოტალიტარული რეჟიმები ამ საერთო მიზნის მიღწევას აღვირახსნილი ძალადობით ცდილობენ, თავად ძალადობას კი სხავადასხვა ადეალების დაცვის აუცილებლობით ამართლებენ.

ამ რეჟიმებს ერთი უნივერსალური პრინციპი ანათესავებს - „ის ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი (ანუ ქვეყნის) მტერია. უნდა ითქვს, რომ ზვიადს ეს ცუდად გამოსდიოდა, პირველ რიგში სუსტი მენეჯმენტისა და მცდარი პიარ-ტექნოლოგიების გამო.

ე.წ. „ვარდისფერი ინტელიგენციის“ წარმომადგენელთა თავგამოდებული მტკიცებების მიუხედავად, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილს სინამდვილეში არავითარი იდეოლოგია არ გააჩნია შეუზღუდავი ძალაუფლების მანიაკალური წყურვილის გარდა. 26 მაისის დამსჯელი ოპერაცია ამ უკონტროლო ძალაუფლების დემონსტრირება იყო. საკუთარ დაუსჯელობაში დარწმუნებული ადამიანის სადისტური პოხონდრიის გარდა, რით შეიძლება აიხსნას რუსთაველის პროსპექტზე დაპატიმრებულ ადამიანთა უმოწყალო გვემა-დასახიჩრება პოლიციის ჯურღმულებში? რომელი „სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებით“ შეიძლება გაამართლო დაკავებული ნიკუშა კვინტრაძის მკვლელობა, გვამის შემოგდება მაღაზიის თავზე და მეორე დღეს იქვე, რამდენიმე მეტრის დაშორებით პომპეზური აღლუმის გამართვა?

ისინი, თავისი წინამორბედი სოციალ-დემოკრატების მსგავსად, პროგრესის პოზიციებიდან გველაპარაკებიან. ეს ცინიზმი და უტიფრობა ახალი არ არის. სწორედ ასე ელაპარაკებოდნენ და დასცინოდნენ ავადსახსენებელი „ესდეკები“ ილია ჭავჭავაძეს. მათი შავბნელი პიარ-ტექნოლოგიის შესახებ ჯერ კიდევ 1896 წელს მწარე ირონიით წერდა არჩილ ჯორჯაძე: „თუ თქვენ იმდენად გულუბრყვილო ბრძანდებით, რომ „ქართველობა“ არც გეთაკილებათ, არც გეზიზღებათ, იცოდეთ, შავრაზმელთა გუნდში უნდა ჩაირიცხოთ, ნაციონალისტის სამარცხვინო სახელი უნდა ატაროთ და წყვდიადი და ბნელეთია მაშინ თქვენი ხვედრი და თუ გამოხვედით მოედანზე და შესძახეთ, გულში ხელის ჩარტყმით: ამხანაგებო! წარსული მძულს, აწმყო მეზიზღება-თქო, იცოდეთ, თქვენი მომავალი უზრუნველყოფილია. შარავანდედით შეიმკობა თქვენი კოსმოპოლიტური გვამი და ქუჩაზე გავლის დროს თქვენზე მიათითებენ და იტყვიან: აი ჩვენი მხსნელი, აი თავისუფლების მოციქული და „შავრაზმელ ნაციონალისტთა“ ამომგდები“. ნაცნობი სურათია, არა? „ჩარეცხილები“, „მუმიები“, „თხუნელები“ და სააკაშვილის გარემოცვის მთელი ლექსიკა პირდაპირ ბოლშევიკ-მარქსისტთა რიტორიკული არსენალიდანაა აღმოცენებული და ოპონენტთა სოციალურ მარგინალიზაციას ისახავს მიზნად. მაგრამ, როდესაც ხალხის ფიზიკური დასჯა, დაპატიმრება, ან მკვლელობაა გასამართლებელია, აქ უკვე საქმეში ერთვება შეთქმულების თეორიები და ნაციონალისტური, რუსოფობული რიტორიკა: „კრემლის აგენტები“, „რუსეთუმეები“ და სხვ.     

როდესაც ხელისუფლება არ აპირებს მოქალაქეობა აღუდგინოს ბიძინა ივანიშვილს ძალიანპრიმიტიულად ხომ არ ჩანს ამის ახსნა იმითრომ ხელისუფლებას ეშინია?

- პირველ რიგში, მე ამას მწირი ინტელექტუალური შესაძლებლობებითა და არასახელმწიფოებრივი აზროვნებით ვხსნი. ძალაუფლების დაკარგვის შიში კი ამ ხელისუფლების მუდმივი თანმდევი ფსიქოლოგიური ფონია, რომელიც, ცხადია, უკიდურესად გამძაფრდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის მერე. 

უკვე ვხედავთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ნაბიჯებსპოლიტიკურ განცხადებებსროგორშეაფასებთ მათ?

- ჯერჯერობით, ივანიშვილის პოლიტიკური განცხადებები ზოგადი ხასიათისაა და მინიმალურ კონკრეტიკას შეიცავს, რაც მიმდინარე პოლიტიკური მომენტისათვის ადეკვატური მგონია. დღეს მთავარი იმდენად ის კი არ არის, თუ რას ამბობს ივანიშვილი, არამედ როგორ ამბობს და როგორ იქცევა. ჩვენ ვხედავთ, რომ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ისტერიის ფონზე, ივანიშვილი მშვიდი, კორექტული და თავის ძალებში დარწმუნებულია. ის არ გამოდის სამართლებრივი ველიდან, არ დგამს მკვეთრ ნაბიჯებს, მუშაობს გეგმაზომიერად და მეთოდურად. რჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილს მთავარი კოზირები გადამწყვეტი, საშემოდგომო ბრძოლისათვის აქვს შემონახული. ეს ყველაფერი მის გარშემო ქმნის გრავიტაციას, რაც ხალხს შიშის დაძლევაში ეხმარება და დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში და დიპლომატებში სოლიდურობის, სერიოზულობის განცდას აძლიერებს.

ასეთ ტაქტიკას წონასწორობიდან გამოყავს სააკაშვილი და მისი გარემოცვა, რისი ნათელი მაგალითიცაა ბოლო, სამართლებრივად აბსურდული და სრულიად იდიოტური საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ევროკავშირის მოქალექეებთან დაკავშირებით. ეხლა არ მითხრას ვინმემ, რომ ეს ინიციატივა ქრისტიან-დემოკრატების ფანტაზიის ნაყოფია!

ჟურნალისტმა ვახო კომახიძემგანაცხადარომ ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.გამახსენდა რამდენიმე თვის წინ ჩვენ ვისაუბრეთრობერტ სტურუას მინაწერზე (მოკლავენ!) ბიძინაივანიშვილის ღია წერილზე.    მაშინ ბრძანეთ- ბიძინა ივანიშვილის მოკვლა  სახელისუფლებოკრიმინალიტეტის გარდა არავის აწყობს საქართველოში... ამ ჩლუნგი და უწიგნური ჯალათებისაგანყველაფერია მოსალოდნელიო.

- ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური განადგურების სურვილი თუკი ვინმეს შეიძლება ჰქონდეს საქართველოში, ეს მხოლოდ ხელისუფლების მცირე ნაწილში, სააკაშვილის გარემოცვის რამდენიმე, განსაკუთრებით ხელსისხლიანი წარმომადგენლის თავში უნდა ვეძებოთ და კიდევ რამდენიმე, მეგიზ ქარდავას ტიპის ჩლუნგი ჯალათის ფანტაზიებში.

სხვა საქმეა, რამდენად აწყობს სააკაშვილს მოვლენათა ასეთი განვითარება. ამ ეტაპზე ეს გამორიცხული მგონია. თუმცა, თუ საქმე საქმეზე მიდგა და სააკაშვილი რეალურად დადგა ძალაუფლების გარდაუვალი დაკარგვის წინაშე, შესაძლოა ცხოველურმა შიშმა გადასძლიოს პრაგმატიზმს და მან იზოლაციის ფასადაც კი მინდომოს ამ გეგმის განხორციელება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, რატომღაც მგონია, რომ თვით ნაცმოძრაობის უმრავლესობაშიც კი საღი აზრი გაიმარჯვებს და ეს ტერაქტი ან დაიბლოკება, ან დროულად გამჟღავნდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხომ ცხადია, რომ ვინც ამას გაამჟღავნებს - შესანიშნავ პიარს გაიკეთებს და მისთვის პოლიტიკური მომავალი უზრუნველყოფილი იქნება.

არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ჭორები სააკაშვილის გარემოცვის მიერ მიზანმიმართულად ვრცელდებოდეს, ნაცმოძრაობის საშუალო და დაბალ რგოლებში ხელისუფლების უძლეველობის მითის შესანარჩუნაბლად: „ნუ გეშინიათ, ბიჭებო! ბოლო-ბოლო, თუ ძალიან გაჭირდა საქმე - დავბრიდავთ და ეგ იქნება!“

რამდენიმე დღის წინ ერთი გაზეთის პირველ გვერდზე დაიბეჭდა ფოტორომელზეც  ბიძინაივანიშვილი მიზანში იყო ამოღებული...

- მე ეს ფოტო არ მინახავს, მაგრამ დიდი გამჭრიახობა არ არის საჭირო, რომ მიხვდე: თუ ზემოხსენებული გაზეთი სახელისუფლებოა, მაშინ ოპონენტის დაშინების მცდელობასთან გვაქვს საქმე, თუ არა - ტერაქტის პრევენციის სურვილთან. თუმცა, ორივე შემთხვევაში ასეთი გამოსახულების გამოტანა პირველ გვერდზე ამორალური გზით ტირაჟის გასაღებისთვისაა გამიზნული.

ერთხანს ძალიან ხშირად იბეჭდებოდა პატრიარქის ფოტოებიც (ასევე მიზანში ამოღებული). შედეგიკი ის იყორომ გაზეთების მთელი ტირაჟი იყიდებოდარამდენად  გამართლებულია ხალხისთვისმტკივნეული თემებით  სპეკულაცია პრესაში?

- საზოგადოებაში, სადაც მთავარი ფასეულობა ფულია, ერთადერთი ღმერთი კი - მამონა, ყველაფერი დასაშვებია. სხვათაშორის, ეს მხოლოდ ქართულ მედიას არ ეხება.

მე არ ვიცი ვის სად სძინავს ღამე და არც მაინტერესებს. უბრალოდ უცნაურია, რომ სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დამცველი „პროგრესული“ სახელისუფლებო მედია, ჰომოსექსუალიზმის თემას იყენებს შავი პიარისათვის, როდესაც მისი მბრძანებელისათვის ვინმეს ავტორიტეტის შელახვას პოლიტიკურად ხელსაყრელი ხდება ხოლმე. ამ ორმაგ სტანდარტებს, სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ.

კარგი იქნება, რომ ორმაგ სტანდარტებს არც სასულიერო პირები მიმართავდნენ ხოლმე მათი ერთი ნაწილი ისეთივე სოციალური ცხოვრებით ცხოვრობდეს, როგორც მრევლის უმეტესობა. გასაგებია, რომ ჩვენი ეპარქიების გზებზე დღემდე მხოლოდ ორხიდიანი მანქანებით შეიძლება გადაადგილება, მაგრამ არ მესმის, ეს ორხიდიანი მანქანა რატომ უნდა იყოს მანცდამაინც ძალიან ძვირადღირებული „ჯიპი“, ან „ლექსუსი“. შესაძლოა, ეს ვანოსთან მეგობრობის დემონსტრირება იყოს და მეტი არაფერი.

ერთხელ ბრძანეთნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილ პოლიტიკურ კარცერში როგორც იქნასუფთა ჰაერმა შემოაღწიაორამდენად თავისუფლად შეიძლება ამ კარცერში სუნთქვა დღეს,როდესაც შეიარღებული ფორმირებები იქმნებაროდესაც პოლიტიკური შეხედულების გამოადამიანებს უწორდებიან და სამსახურიდან ათავისუფლებენ?

- კრიმინალების შეიარაღება ყველაზე დიდი უგნურებაა, რაც კი შეიძლება ხელისუფალმა გააკეთოს. ჩვენ ყველას გვახსოვს ტახრირის მოედანზე აქლემებითა და ცხენებით შემოვარდნილი მუბარაქის შეიარაღებული კრიმინალები (ეს არც პოლიცია იყო და არც არმია). მერე რა? ამან მხოლოდ დააჩქარა მუბარაქის დასასრული. დასასრული კი ყველაფერს აქვს: მმართველი პოლიტიკური ძალის უალტერნატივობასაც, რეგიონში პრობლემად ქცეული სააკაშვილის უპირობო საერთაშორისო მხარდაჭერასაც, უსამართლობასაც, სიცრუესაც, შიშსაც და ხალხის მოთმინებასაც.   

თქვენს ერთ ინტერვიუში წავიკითხე- პოლიტიკურ ცხოვრებაში არავის ვგულშემატკივრობრადგასსაქართველოს გულშემატკივარი ვაროახლაც ასეათუ პოლიტიკა (თუნდაც ივანიშვილის პოლიტიკაშიმოსვლადა საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღე მეტად დაუკავშირდა ერთმანეთს?

- ბიძინა ივანიშვილმა დაამსხვრია ნაცმოძრაობის უძლეველობის მითი და ეს არის მთავარი. ცხადია, მე მას ვგულშემატკივრობ, მაგრამ არა იმიტომ რომ უნაკლო პიროვნებად ვთვლი, ან ზებუნებრივ არსებად მიმაჩნია, არა იმიტომ, რომ ბევრი ფული აქვს და არც იმიტომ, რომ რაიმე თანამდებობას ველი მისგან. მომწონს, რომ თავგანწირვის უნარი აქვს, არ არის მანიაკი, ღორმუცელა და ამორალური, მშრომელი კაცია, აფასებს პროფესიონალიზმს, ფლობს მართვის გამოცდილებას, ესმის ცოდნის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისათვის, ერკვევა ხელოვნებაში, ხოლო ოჯახში ურთიერთსიყვარულისა და ერთსულოვნების ატმოსფერო აქვს დამკვიდრებული.

რა არის თქვენთვის აღდგომის დღესასწაული?

- ჩემთვის ეს არის დღე, როდესაც განსაკუთრებით მძაფრად განვიცდი, რომ ახლობლის გარდაცვალებით არ მთავრდება ჩვენი ურთიერთობა, არც სიყვარული, არც ერთსულოვნება და სინამდვილეში, ჩვენ ყველანი ერთად ვართ... ყველა ცოცხალი და გარდაცვლილი.