მილიარდერი ივანიშვილის მხარდამჭერებს „სხვადასხვა მეთოდებით“ დაჟინებით აკვირდებიან

მილიარდერი ივანიშვილის მხარდამჭერებს „სხვადასხვა მეთოდებით“ დაჟინებით აკვირდებიან

“ფორბსის” მილიარდერისთვის, ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის დაბრუნების თაობაზე მიმდინარე ბრძოლა შესაძლოა ახლა კულმინაციას უახლოვდება, მაგრამ უფლებადაცვითი ჯგუფებისთვის გამოძიება, რომელიც ივანიშვილის ოპოზიციური კოალიციის, „ქართული ოცნების“ დაფინანსებას ეხება, კვლავაც შეშფოთების საგნად რჩება: რეალურად რამდენად უერთგულებს საქართველო ამ შემოდგომაზე კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების ჩატარების იდეას ? მაშინ, როდესაც ოფიციალური პირები უარყოფენ, რომ მარტში გამართული გამოძიება ამომრჩეველთა დასაშინებლად ჩატარდა, დასავლეთ საქართველოს გაჭირვებული რეგიონის, გურიის მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ კონტროლის პალატა, (სააუდიტო სააგენტო, რომელიც საარჩევნო კამპანიის დაფინანსების რეგულაციებს განაგებს) მათ „ქართულ ოცნებასთან“ კავშირის გამო ემუქრებოდა.

370 დაკითხვიდან 72 გურიაში ჩატარდა, რეგიონში, სადაც ივანიშვილის ოჯახს აქვს ბიზნესინტერესები და სადაც ივანიშვილის ძმა, ადიკო ცხოვრობს.

ლელი ებრალიძე გურიის პატარა ქალაქ ლანჩხუთში ცხოვრობს და ივანიშვილის მხარდამჭერი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრია. მან „EurasiaNet.org“-ს განუცხადა, რომ ის ხუთი საათის განამავლობაში იყო დაკითხვაზე, რადგან ვარაუდობდნენ, რომ მან ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ მხარდასაჭერი კამპანიისთვის თანხები მიიღო. 

პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე გეგმების გამჟღავნებდან სულ ცოტა ხნის შემდეგ, ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. მიზეზად ის დასახელდა, რომ მას უკვე სამმაგი მოქალაქეობა ჰქონდა (საფრანგეთი, საქართველო და რუსეთი).

„(მას ვინც დაკითხვას ატარებდა) ჩემი პასუხი არ მოეწონა და მკითხა რატომ ვარ ასეთი არასასიამოვნო,“ იხსენებს ებრალიძე. „მე ვკითხე ჩემს ცემას ხომ არ აპირებთ-მეთქი, მან კი მიპასუხა „დემოკრატიულ ქვეყნებში ხალხს არ ვცემთ. ჩვენ სხვა მეთოდები გვაქვსო.“

ადვოკატი ირინე ურუშაძე ამგვარ ბრალდებებს ანტიკორუფციული სადამკვირვებლო ორგანიზაციისთვის, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოსთვის“ იკვლევს. მისი თქმით, მისმა ორგანიზაციამ „ქართული ოცნების“ დაკითხული წევრებისგან საჩივრები მიიღო. მათ ემუქრებოდნენ, „რომ ისინი ციხეში წავიდოდნენ და ბავშვები ობლად დარჩებოდათ, რადგან ციხეებში ხალხი კვდება.“ სხვები მატკიცებენ, რომ გააშიშვლეს და ისე გაჩხრიკეს, მათ ადვოკატებს კი დაკითხვაზე არ უშვებდნენ.

დაკითხული აქტივისტების დიდმა რაოდენობამ განაცხადა, რომ ინტერვიუერები თავის ვინაობას არ ასახელებდნენ.

კონტროლის პალატა, რომელიც პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული, ამტკიცებს, რომ უბრალოდ ამოწმებდა შეუსაბამობას ორ ფინანსურ ანგარიშს შორის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა და რომ ქმედება მთლიანად კანონის ფარგლებში ხორციელდებოდა. სწორედ იგივე პროცედურა იქნებოდა გამოყენებული სხვა ნებისმეირი პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგაც, ამტკიცებს უწყება.

EurasiaNet.org-თან ელექტორნული ფოსტის მეშვეობით ჩატარებულ ინტერვიუში, პალატის ფინანსური მონიტორინგის უწყების დირექტორმა ნათია მოგელაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ „დაკითხვაზე მოწვეულ“ პირებს, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ იყვნენ კავშირში, არანაირ კანონდარღვევაში არ ედებოდა ბრალი და რომ ისინი არც ოფიციალური მოწმეების სტატუსში არ დაუბარებიათ. „ჩვენ ის ხალხი დავკითხეთ, რომლებსაც შესაძლოა კავშირი ჰქონოდათ პოლიტიკურ დაფინანსებასთან“, განცხადა მან. მოგელაძის განცხადებით მან არ იცოდა, რომ ინტერვიუერები საკუთარი ვინაობის გამჟღავნებაზე უარს ამბობდნენ, მაგრამ შეგვეკამათა იმაზე, რომ კონტროლის პალატის მიერ გამოგზავნილი უწყება ვინაობის დადგენისთვის საკმარისი საბუთია.

ის ამტკიცებს, რომ მუქარის შესახებ გავცელებული ცნობები უბრალოდ „შავი პიარის ნაწილია, რომელიც ჩვენი უწყების დიკრედიტაციას ემსახურება.“მან მოიხსენია 95 000 ლარი ჯარიმა, რომელიც მმართველ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დაეკისრა და აგრეთვე უგულვებელყო ბრალდება იმაში, რომ ყველაფერს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისის დავალებით აკეთებდა.

მაგრამ, როგორც ყოველთვის ქართულ პოლიტიკაში, ფოკუსი მოულოდნელად შეიძლება შეიცვალოს. როგორც ჩანს, ივანიშვილის მოქალაქეობის შესახებ დებატებს მალე გადაფარავს დებატები ახალი კონსტიტუციური ცვლილების შესახებ, რომელსაც ახლა ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც უჭერს მხარს. ეს ჩასწორება ნებას მისცემს ევროკავშირის მოქლაქეს, რომელიც საქართველოში დაიბადა და ქვეყანაში ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს, თანამდებობაზე იყაროს კენჭი.

ეს კანონი საშუალებას მისცემს ივანიშვილს, საფრანგეთის მოქლაქეს, რომელსაც ცოტა ხსნის წინ საქართველოს მოლაქეობაზე უარი უთხრეს, ოქტომბრის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. „ქართული ოცნების“ წევრებმა ეს წინადადება, როგორც პიარსვლა აბუჩად აიგდეს.თუ რა ზეგავლენა ექნება ამ ფაქტს კონტროლის პალატის მიერ, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით წამოწყებულ გამოძიებაზე კვლავაც უცნობია, მაგრამ გურიის მცხოვრებლები უკვე ამბობენ, რომ მათი რეგიონი მკაცრად არის დაყოფილი სააკაშვილის და ივანიშვილის ბანაკებად.

მძვინვარე უმუშევრობაც ერთ-ერთი მიზეზია. გურია საყოველთაოდ ცნობილია, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონი. თუმცა, ბოლოდროინელი მონაცემებით უმუშევრობა სულ რაღაც 1 პროცენტია. სამუშაო ადგილები გაყოფილია საჯარო მოხელეებსა და ატრაქციონების დიდ პარკს, „ციცინათელას“ შორის. ეს პარკი ივანიშვილის ოჯახს ეკუთვნის.

ოპოზიციის აქტივისტები ამტკიცებენ, რომ იმ ადგილობრივებს, რომლებიც საჯარო სამსახურებში არიან დასაქმებულნი, კრტიკის გამოთქმის ეშინიათ, რადგან თავად ისინი ან მათი ოჯახის წევრები შეიძლება უმუშევრად დარჩნენ. მსგავსი ტენდენცია მედიაშიც შეინიშნება. ივანიშვილის ბიზნესში დასაქმებულებს კი ურბალოდ ურჩევენ ჟურნალისტებთან პოლიტიკაზე საერთოდ არ ილაპარაკონ.

„ქართული ოცნების“ კოალიცის წევრის, „რესპუბლიკური პარტიის“ თანამმართველის, დავით უსუფაშვილის თქმით, სწორედ ამგვარი სიფთხილის ბრალია, რომ ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ სოცოოლოგიურ გამოკვლევაში, სადაც 3.161 რესპონდენტი გამოკითხეს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 47 პროცენტი მიიღო. ივანიშვილის კოალიციამ სულ რაღაც 10 პროცენტი დააგროვა. „რეგიონში რომ ცხოვრობდეთ, ვიღაცამ კარზე მოგიკაკუნოთ და გკითხოთ ნაციონალურ მოძრაობას თუ უჭერთ მახარსო, რას უპასუხებდით?“ დასვა უსუფაშვილმა რიტორიკული კითხვა.

ლანჩხუთის ადმინისტრაციის სპიკერი ამ თემაზე შეგვეკამათა. „მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე სამი წლის წინ. გზები განადგურებული იყო, ხალხს ღამე სახლში დაბრუნების ეშინოდა” თქვა ნინო მშვიდობადძემ. მან უარი თქვა უმუშევრად დარჩენილი საჯარო მოსამსახურეების შესახებ გავრცელებული ცნობების განხილვაზე.

ერთ ოზურგეთელ ქალს, რომელმაც ითხოვა მისი სახელი არ დაგვესახელებინა, პროგრესზე სხვაგვარი წარმოდგენა აღმოაჩნდა. „როდესაც ხალხი სიღარიბეშია და შიმშილობს, ახალი გზები არაფერს ნიშნავს,“ თქვა მან. „მე მგონი, მოსახლეობის 80 პროცენტი იგივეს ფიქრობს, მაგრამ არ ამბობენ, რადგან ეშინიათ.“

თავის მხრივ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ისევ ამტკიცებს, რომ შიშის მიზეზი არ უნდა არსებობდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ 6 აპრილს განაცხადა: „ჩვენს ინტერესებში შედის ის, რომ საქართველოში დემორკატია განვითარდეს და კონკურენტული არჩევნები ჩატარდეს.“
foreignpress.ge