ქალებს სტატისტიკა მაღალი აქვთ, ხელფასები კი - დაბალი

ქალებს სტატისტიკა მაღალი აქვთ, ხელფასები კი - დაბალი

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანალიტიკოსებმა 134 ქვეყანაში სქესთა თანასწორობის რეიტინგი გამოაქვეყნეს. რეიტინგში საქართველო, 88-ე ადგილზე აღმოჩნდა. რეიტინგის შედგენისას ექსპერტებმა შეადარეს ქალებისა და მამაკაცების შესაძლებლობები ოთხი ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით. საქართველოში ქალის როლი მართლაც აშკარად იზრდება, თუმცა არა ისე, როგორც დასავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დასაქმებული ქალების რაოდენობა არც ისე მცირეა, შედარებით მოკრძალებულია მათი საშუალო თვიური ანაზღაურება.

 

სტატისტიკურ მონაცემებიდან გამომდინარე, თუ სად რამდენი ქალია დასაქმებული და რა რაოდენობით ხელფასს იღებენ ისინი, აშკარად ჩანს, რომ ქალთან შედარებით უპირატესი პოზიცია კვლავ მამაკაცს უჭირავს. ერთი და იგივე სფეროში დასაქმებული მამაკაცის ყოველთვიური ხელფასი რამდენიმე ათეული, ზოგჯერ კი რამდენიმე ასეული ლარით აღემატება ქალის ხელფასს. ამავე დროს, იგივე სტატისტუკური მონაცემებით მამაკაცებთან შედარებით მეტია თვითდასაქმებული ქალების რაოდენობა. მოკლედ, ბოლო წლების სტატისტიკა ასე გამოიყურება.

 

სტატისტიკური მონაცემებით 2006 წელს დასაქმებული ქალის საშუალო თვიური ხელფასი 177,6 ლარს შეადგენდა, როდესაც მამაკაცის ანაზღაურება 362,0 ლარი იყო. 2007 წელს გაიზარდა დასაქმებული ქალის საშუალო ხელფასი და შეადგინა 240,0 ლარი, მამაკაცის ხელფასი კი ამ დროს უკვე 400 ლარზე მეტი იყო და 475,6 ლარს შეადგენდა. საშუალო ხელფასმა მოიმატა 2008 წელსაც, ორი წლის წინ ქალის ხელფასი 367,7 ლარს შეადგენდა, მამაკაცისა კი - 678,4 ლარს.

 

რაც შეეხება 2009 წელს, დასაქმებული მამაკაცის საშუალო ხელფასი თითქმის 2-ჯერ აღემატებოდა ქალის ხელფასს. თუ მამაკაცის საშუალო ხელფასი შეადგენდა 791,4 ლარს, ქალის ხელფასი სულ რაღაც 446,5 ლარს უტოლდებოდა. საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ანალოგიურად ქალისა და მამაკაცის ანაზღაურება განსხვავებული იყო სფეროების მიხედვითაც. 

 

მაგალითად, თუ სოფლისა და სატყეო მეურნეობაში, ნადირობაში დასაქმებულ ქალს 2006 წელს ხელფასი 130,9 ლარი ჰქონდა, მამაკაცს კი - 155,8 ლარი. 2007 წელს ამავე სფეროში დასაქმებული ქალის ხელფასი მცირედით გაიზარდა და 166,9 ლარი შეადგინა, მამაკაცის ხელფასი კი 191,8 ლარამდე გაიზარდა. 2008 წელს კი იგივე სფეროში დასაქმებული ქალისა და მამაკაცის ხელფასი თითქმის გაორმაგდა და თვეში მანდილოსანი 367,7 ლარს იღებდა, კაცი კი 678,4 ლარს. 2009 წლის მეოთხე კვარტალში კი ამ სფეროში დასაქმებული მამაკაცის ხელფასმა 343,7 ლარი შეადგინა, ქალის ხელფასმა კი 279,2 ლარი.

 

გარდა ამისა, ქალისა და მამაკაცის თვიური ანაზღაურება განსხვავებულია სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებშიც. მაგალითად, მშენებლობის სფეროში დასაქმებული ქალის თვის ხელფასი 2006 წელს 250,4 ლარს შეადგენდა, 2007 წელს - 341,0 ლარს, ხოლო 2008 წელს - 515,2 ლარს. მამაკაცის ხელფასი კი წლების მიხედვით ასე გამოიყურება 399,2; 503,2 და 602,6 ლარი.

 

სასტუმროსა და რესტორნებში დასაქმებული ქალების საშუალო თვიური ხელფასი 2006 წელს 150,6 ლარს შეადგენდა, 2007 წელს - 181,4 ლარს, 2008 წელს კი 252,9 ლარს.

საშუალო თვიური ხელფასი წლების მიხედვით იზრდებოდა კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის სფეროში დასაქმებული ქალებისთვის, თუ 2006 წელს ამ სფეროში დასაქმებული მანდილოსნის ერთი თვის ხელფასი 301,2 ლარს შეადგენდა, 2007 წელს ის 407,7 ლარამდე გაიზარდა, 2008 წელს კი უკვე 531,7 ლარი შეადგინა. სხვა სფეროების ანალოგიურად, მამაკაცის ხელფასი მანდილოსანის ხელფასთან შედარებით მაღალი იყო კავშირგაბმულობის სფეროშიც.  მაგალითად, 2006 წელს ამ სფეროში დასაქმებული მამაკაცის ხელფასი 421,2 ლარს შეადგენდა, 2007 წელს 519,5 ლარს, 2008 წელს კი 711,2 ლარს.

 

ერთ-ერთი სფერო, სადაც როგორც მამაკაცის, ასევე ქალის ანაზღაურება, 2006 წელთან შედარებით, 2007 წელს საგრძნობლადაა გაზრდილი, საფინანსო სფერო აღმოჩნდა. მაგალითად, თუ 2006 წელს საფინანსო საქმიანობით დაკავებული მანდილოსნების საშუალო თვიური ხელფასი 449,1 ლარს შეადგენდა, 2007 წელს ეს 878,1 ლარამდე გაიზარდა, 2009 წელს კი 1195,1 ლარს მიაღწია. 2008 წელს ამ სფეროში დასაქმებული მამაკაცის ხელფასმა კი 1509,9 ლარი შეადგინა.

 

გაიზარდა ხელფასები სახელმწიფო მმართველობაში დასაქმებული მანდილოსნებისთვის. თუ 2006 წელს ქალის საშუალო თვიური ხელფასი ამ სფეროში 354,3 ლარს შეადგენდა, 2007 წელს 467,0 ლარამდე გაიზარდა, 2008 წელს კი 701,1 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ამ სფეროში დასაქმებულ მამაკაცებს, აქაც მათი ხელფასი ქალის ხელფასს ჩვეულებრისამებრ ისევ აღემატება. სახელმწიფო მმართველობაში დასაქმებული მამაკაცის ხელფასი 2006 წელს 482,8 ლარი იყო, 2007 წელს - 622,2 ლარი, 2008 წელს კი - 918,2 ლარს შეადგენდა.