ოპოზიციის ლიდერს პრეზიდენტთან კონკურირების უფლება არა აქვს.
საქართველოს ოპოზიციურმა კოალიციამ „ქართული ოცნება“ დაგმო პრეზიდენტი სააკაშვილი მას შემდეგ, რაც მათ შესაძლო კანდიდატს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრეს. მას განზრახული ჰქონდა მონაწილეობა მიეღო წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც წინ უსწრებს საპრეზიდენტო არჩევნებს.
ივანიშვილს მოქალაქეობა 2011 წლის ოქტომბერში ჩამოართვეს, მალევე, მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ ის აპირებს პოლიტიკური პარტიის ფორმირებას და პრეზიდენტთან კონკურირებას.
ჯგუფის განცხადებაში ნათქვამია, „ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ივანიშვილს უარი უთხრეს მოქალაქეობაზე არის ის, რომ სააკაშვილის რეჟიმს ეშინია რეალური პოლიტიკური კონკურენციის და არ აპირებს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებას“. ოპოზიცია აცხადებს, რომ ივანიშვილი „დაიბადა საქართველოში, ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა საქართველოში, არის ყველაზე მდიდარი და წარმატებული ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც 1 მილიარდზე მეტი გაიღო სხვადასხვა ქართულ პროექტისათვის, მათ შორის მილიონები შესწირა უშუალოდ ბიუჯეტს, საქართველოს მთავრობის, ჯარისა და პოლიციის მხარდასაჭერად.“
მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იმის გამო, რომ ის რუსეთში ცხოვრობდა, ივანიშვილი ავტომატურად გახდა რუსეთის მოქალაქე, ხოლო 2010 წელს, საფრანგეთის მოქალაქეობაც მიიღო. საქართველოს მთავრობის განცხადებით, სწორედ ეს მოქალაქეობა ართმევს მას საქართველოს მოქალაქეობის უფლებას.
„ქართულმა ოცნებამ“ ამის საპასუხოდ, გააუქმა ივანიშვილის რუსული და ფრანგული მოქალაქეობა, მაგრამ საფრანგეთის მოქალაქის სტატუსი შეუნარჩუნდება მანამდე, სანამ არ მიენიჭება საქართველოს მოქალაქეობა, რადგან სხვაგვარად საფრანგეთი მისი „უსტატუსოდ“ დატოვების რისკზე წავიდოდა.
ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, საკუთარი განკარგულების საფუძველზე მიანიჭა. ოპოზიცია ასე განმარტავს თავის ხედვას, „მოქალაქეობა ივანიშვილს მიენიჭა მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ იყო რუსეთის მოქალაქე, საფრანგეთის მოქალაქეობის მიღებამდე, ანუ 2010 წლამდე. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პროცედურა გულისხმობს მრავალი ქვეყნის მოქალაქეობას. მაგალითად, ამას წინათ, 2012 წლის მარტში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა უბოძა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს ბოიკო ბორისოვს, მაგრამ საქართველოს მთავრობა არ ელოდა მისგან ბულგარეთის მოქალაქეობის უარყოფას.“
საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობამ პარლამენტში შეიტანა კონსტიტუციის ცვლილების პროექტი, რომელიც მილიარდერს ნებას დართავს მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეობის გარეშე, მარამ ეს წინადადება დაგმო ივანიშვილმა და მას „შეცდომაში შეყვანა“ უწოდა. თინა ხიდაშელმა, კოალიციის წევრმა განაცხადა, რომ ერთი ადამიანის გამო საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება „ცინიზმია“ და რომ მათ ლიდერს აქვს კანონიერი უფლება მიიღოს მოქალაქეობა, რათა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.
foreignpress.ge