კრემლი ბრიუსელის მიმართ დამოკიდებულებას ცვლის

კრემლი ბრიუსელის მიმართ დამოკიდებულებას ცვლის

რუსეთი, სავარაუდოდ, ჩამოყალიბდა კანდიდატურაზე, რომელიც ნატოში მისი მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას დაიკავებს, რაც, როგორც ჩანს იმის მაუწყებელია, რომ კრემლი ბრიუსელის მიმართ დამოკიდებულებას ცვლის.

დიმიტრი როგოზინი, რომელიც ნაციონალისტური პოლიტიკური პარტიის ლიდერია და ჩრდილოტლანტიკურ ალიანსში კრემლს წარმოადგენდა ერთგვარ საკულტო ან ბოროტ გმირად (შეხედულების მიხედვით) იქცა თავისი დაუფარავი ქედმაღალი დამოკიდებულებით ალიანსისადმი, რასაც მუდმივად ამჟღავნებდა თავის გამონათქვამებში Twitter-ში. რუსეთის ახალი მუდმივი წარმომადგენელი ნატოში, გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე ალექსანდრე გრუშკო იქნება, რომელიც სამინისტროში ზოგადევროპული და ევროატლანტიკური ორგანიზაციების საკითხებს კურირებს, წარსულში კი განიარაღების საკითხებზეც მუშაობდა. ალექსანდრე გრუშკო პირველი დიპლომატია, რომელიც ალიანსთან ამ პოსტს დაიკავებს, და გაზეთის ინფორმაციით, ასეთ დანიშვნას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიესალმებიან:

„ის, რომ ნატოში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ალექსანდრე გრუშკო იქნება “Ъ”-ს შეატყობინა წყარომ ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში. ცნობამ იმის თაობაზე, რომ არჩევანი სწორედ ბ-ნ გრუშკოზე შეჩერდა, ის ძალიან გაახარა. მინისტრის მოადგილის რანგში, გრუშკო ზოგადევროპული და ევროატლანტიკური ორგანიზაციების საკითხებს კურირებდა და თემა ზედმიწევნით იცის. „გრუშკო – პროფესიონალია და დიდი ხანია ნატოს საკითხებზე მუშაობს. მისთვის ფაქტობრივად არაფრის ახსნა არ არის საჭირო“, – ამბობს წყარო „ალიანსის შტაბ-ბინაში“.

„ეს, უდაოდ, დიპლომატიური დანიშვნაა და არა პოლიტიკური“, – აცხადებს ალექსანდრე გრუშკოს დანიშვნაზე საუბრისას უკვე რუსი ექსპერტი „კომერსანტის“ კიდევ ერთ სტატიაში.

გრუშკო ხშირად საუბრობდა ამერიკელ ჩინოვნიკებთან, რასაც მოწმობს Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებული არაერთი დიპლომატიური დეპეშა, რომელიც მოგვითხრობს მის კონტაქტებზე ამერიკელ დიპლომატებთან. ამ ყველაფრის მიუხედავად, მას ნატოს საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს, და როგორც ამას დეპეშები ცხადყოფს, განსაკუთრებული სითბო ამ მიმოწერაში არ შეიმჩნევა. მაგალითად, 2008 წლის ოქტომბრის დოკუმენტში, რომელიც რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის კვალდაკვალ არის შექმნილი, ნათქვამია:

„გრუშკომ განმარტა პრეზიდენტ მედვედევის ბოლოდროინდელი წინადადება ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის გადახედვაზე ბლოკების უარყოფის კონტექსტში. რეალურად, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის და სსრკს-ს ხელმძღვანელობით მოქმედი სხვა ორგანიზაციების დაშლამ ევროპაში შექმნა ვაკუუმი, რომელიც დიდწილად შეივსო ნატოს გაფართოვებით. რუსეთი მზადაა ითანამშრომლოს ნატოსთან და სხვა ტრანსატლანტიკურ ინსტიტუტებთან. თუმცა ალიანსის დაუბრკოლებელმა გაფართოვებამ ევროპაში გამყოფი ხაზები შექმნა და გააცოცხლა „ანტირუსული პოლიტიკა“ უკრაინასა და საქართველოში, ასევე „არარეალისტური“ წარმოდგენები ვაშინგტონში გავლენის გლობალურ სფეროსა და ნატოს მიმზიდველობაზე. სად და კონკრეტულად როდის აპირებს რუსეთი შესაბამისი განხილვების მოწყობას ევროპასთან და აშშ-სთან, მას არ დაუზუსტებია“.

იმავდროულად, გრუშკო ყველაფერში კრემლის მითითებების მიხედვით იმოქმედებს, რასაც ის ექსპერტიც ადასტურებს, რომელსაც „კომერსანტი“ იმოწმებს. საეჭვოა, რომ მისი განცხადებები ისეთივე კატეგორიული იქნება, როგორიც როგოზინის, რომელიც ხშირად აჩენდა კითხვებს იმის თაობაზე, მისი გესლიანი განცხადებები კრემლის ოფიციალური პოლიტიკა იყო თუ მისი პირადი აზრი, როგორც მაგალითად მაშინ, როდესაც ის დაიმუქრა, რომ რუსეთი უარს იტყვის თანამშრომლობაზე ჩრდილოეთის მარშრუტთან დაკავშირებით, თუკი აშშ განაგრძობს ანტისარაკეტო ფარზე საკუთარი გეგმების განხორციელებას.

იმავდროულად, თავად როგოზინი დაინიშნა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერად სამხედრო ინდუსტრიის საკითხებში და სპეციალურ წარმომადგენლად დნესტრისპირეთის კონფლიქტში, სადაც ცხადია ის განაგრძობს თავის შფოთიან მოღვაწეობას. Twitter-ის ერთ-ერთ გზავნილში მითითებულია სტატია, სადაც ნათქვამია, რომ მოლდავეთის ხელისუფლება სეპარატისტული, პრორუსული ტერიტორიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნით შეშფოთებულია:

„კიშინიოვი როგოზინის დანიშვნასთან დაკავშირებით მოსკოვისგან განმარტებებს ელოდება“
foreignpress.ge