საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი აფასებს რა ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, მიაჩნია:
- პოლიტიკური სივრციდან ხელოვნურად, პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე რეალური პოლიტიკური ძალის განდევნის მცდელობა დაუშვებელია;
-კანონის მოთხოვნათა შესაბამისად უნდა დაისაჯოს ყველა ის თანამდებობის პირი, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით ქმნიან „სამართლებრივ“ ბარიერს ბიძინა ივანიშვილის კონსტიტუციით მინიჭებულ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა რეალიზაციაში;
-სახელისუფლებო ჯგუფის, ნაციონალები-თარგამაძე, საკონსტიტუციო ვირეშმაკობა წარმოადგენს საზოგადოების შეურაცხყოფას, პოლიტიკური ოპონენტების მასხარად აგდებას, კონსტიტუციონალიზმის ძირითადი საფუძვლების იგნორირებას;
სამწუხაროდ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მხოლოდ ახლა გახდა ნათელი ხელისუფლების პროექტის - „თარგამაძე და კომპანია“ ჭეშმარიტი რაობა, ადგილი და ფუნქცია, მაგრამ როგორც იტყვიან სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.