ლიბერალ ინტერნაციონალის მოწოდება საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის

ლიბერალ ინტერნაციონალის მოწოდება საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთვრობამ არ შეასრულა ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის მოთხოვნები საარჩევნო კოდექსის ცვლილებების დროს, მაგ. საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის თანაბრობის შესახებ, რაც უზრუნველყოფდა ამომრჩეველთა ხმის თანასწორობას;

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონის ახალი რეგულაციები პარტიების დაფინანსების შესახებ და კანონის დებულებები გამოიყენა ოპოზიციის აქტივისტების დაკითხვებისა და ზეწოლისათვის, მაგ. ბოლო ერთი თვის მანძილზე, ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ 300 -ზე მეტი აქტივისტი დაკითხეს, შეურაცხყვეს და მათით მანიპულირებას ცდილობდნენ;

იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტის განკარგულებით 2011 წლის 11 ოქტომბერს ჩამოერთვა მოქალაქეობა, რაც მის მიერ პოლიტიკური განაცხადის გაკეთებიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მოხდა და მისი ბიზნესისა და საკუთრების წინააღმდეგ მრავალი საკანონმდებლო ცვლილება და ადმინისტრაციული ღონისძიება განხორციელდა;

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველში მედიის თავისუფლება სულ უფრო მეტად იზღუდება;

ლიბერალ ინტერნაციონალი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ანტიდემოკრატიული მოვლენების განვითარების გამო, და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემო 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის, მათ შორის სამართლიანი საარჩევნო სისტემით, ნათელი და სამართლიანი პარტიების დაფინანსების კანონმდებლობით, სახელმწიფო და კერძო მედიის თანაბარი ხელმისაწვდომობით, არჩევნებზე დამკვირვებლების დასწრებით, კერძო პირებისა და კომპანიების საკუთრების უფლების პოლიტიკური მოტივაციით შეზღუდვის არ დაშვებით და ყველა პირისათვის სრული გარანტიით, რომ მათი პოლიტიკური საქმიანობა დაცული იქნება ჩარევისა და ძალადობის საფრთხისაგან.

ლიბერალ ინტერნაციონალი მოუწოდებს წევრ პარტიებს, დააწესონ ინტენსიური მონიტორინგი საქართველოში პოლიტიკური მოვლენების განვითარების მიმართ, რათა უზრუნველყოფილი იყოს 2012 წლის თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა.

რეზოლუცია მიღებულ იქნა 31 მარტს ერთხმად და ცვლილებების გარეშე, დაუყოვნებელი რეაგირების მექანიზმის გამოყენებით. დაუყოვნებელი რეაგირების მიზეზი ბოლო ერთი თვის მანძილზე „ქართული ოცნების“ აქტივისტების წინააღმდეგ გამოყენებული ზეწოლის ფაქტები გახდა.

ლიბერალ ინტერნაციონალი აერთიანებს მსოფლიოს ლიბერალ დემოკრატიულ პარტიებს, მათ შორის ბრიტანელ, გერმანელ და ჰოლანდიელ ლიბერალებს, რომლებიც ამჟამად ხელისუფლებაში არიან.