საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის თავისუფალი არჩევნები „ლაკმუსის ქაღალდია“

საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის თავისუფალი არჩევნები „ლაკმუსის ქაღალდია“

შეერთებული შტატებისთვის საქართველოს ნატოში მისი გაწევრიანებისთვის „ლაკმუსის ქაღალდი“ მოახლოებული არჩევნებია, განაცხადა ამერიკის სავარაუდო მომდევნო ელჩმა თბილისში. რიჩარდ ნორლანდი, როგორც ელჩობის კანდიდატი, ოთხშაბათს მისი კანდიდატურის წარდგენასთან დაკაშირებულ მოსმენაზე სენატში იმყოფებოდა და Civil.ge-ს ცნობით, ფრაზა „ლაკმუსის ქაღალდი“ ორჯერ გამოიყენა:

„საქართველოს ინტერესების და მისი ნატო-ში მისწრაფების გათვალისწინებით, ასევე ამ მისწრაფებისადმი ჩვენი მხარდაჭერის გათვალისწინებით, ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები, იქნება მნიშვნელოვანი ლაკმუსის ქაღალდი. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით პროცესს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები ნატოს სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება“.

„ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდებიან იმას, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები, რათა დაადგინონ შეესაბამება თუ არა ის იმ კრიტერიუმებს, რომელთა შესრულებას ნატოს წევრი ქვეყნისგან ელიან”, განაცხადა ნორლანდმა…

ვფიქრობ, საქართველოს ოფიციალური პირები უკვე იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ მათ აკვირდებიან, რომ ხდება მონიტორინგი და რომ ეს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ლაკმუსის ქაღალდია“, თქვა ნორლანდმა.

მან საკმაოდ მკაცრად ისაუბრა თბილისში პოლიტიკური თავისუფლებების მხრივ არსებულ სიტუაციაზე:

„არსებობს ცნობები ოპოზიციური კანდიდატების დევნის შესახებ, რაც ჩვენ ძალიან გვაშფოთებს“, თქვა ნორლანდმა.

მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფო აუდიტორული სააგენტოს „კონტროლის პალატის როლი პარტიების ფინანსებთან მიმართებაში დიდ შეშფოთებას იწვევს საქართველოშიც და საერთაშორისო თანამეგობრობაშიც“.

„ჩვენი დიპლომატიური მისია [თბილისში] საქართველოს ხელისუფლებასთან საჯაროდაც და კერძო საუბრებშიც აღნიშნავს ამ წუხილების შესახებ და [საქართველოში ელჩად] დამტკიცების შემთხვევაში, ჩემი ამოცანა იქნება, რომ ძალიან ყურადღებით დავაკვირდე საქართველოს მიერ იმ პრინციპების დაცვას, რომლებსაც ჩვენ ასე ვაფასებთ. ეს ჩემი მისიის მთავარი პრიორიტეტი იქნება. ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ხარჯავს მილიონობით დოლარს, რათა დაეხმაროს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის ხელშეწყობას და ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ პროცესს, რათა დავრწმუნდეთ, რომ იმ შედეგებს ვიღებთ, რისი მიღწევაც გვსურს“, განაცხადა ნორლანდმა.

ნორლანდმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო ერთგვარ ჯილდოს მიიღებს ნატოს მოახლოებულ სამიტზე:

მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ „სერიოზული ძალისხმევა“ გაიღო რათა ჩიკაგოში ნატოს მოახლოებულ არჩევნებზე „ხაზი გაუსვას საქართველოს პროგრესს ამ სფეროში და მუშაობს მოკავშირეებთან, რომ მიაღწიოს კონსენსუსს, ინტეგრაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯების გადადგმისთვის“.

ის, რაც მან თითქოს არ თქვა, არის ის, რომ სამართლიანი არჩევნები აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა ნატოში გაწევრიანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანი არჩევნები დაეხმარება აშშ-ს უფრო აქტიურად დაეხმაროს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საქმეში, ალიანსის ბევრი ევროპელი მოკავშირე მაინც სიფრთხილით მიუდგება საქართველოს შესაძლო წევრობას ორგანიზაციაში. თუმცა, უდაოა, რომ ნორლანდის გზავნილს თბილისში კარგად და მკაფიოდ გაიგებენ. მოქმედმა ელჩმა საჯაროდ გააკრიტიკა მთვარობის მოპყრობა ოპოზციისადმი გასულ კვირაში, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თავისუფალი არჩევნები და ნატოს წევრობა (მიხეილ სააკაშვილის სანუკვარი მიზანი) ერთმანეთს საჯაროდ დაუკავშირეს. საინტერესოა, შეიცვლება თუ არა ამ გაფრთხილების შედეგად მთავრობის ქცევა.
foreignpress.ge