გურგენ ფერელიანი: ასე თუ გაგრძელდა, 5-10 წელიწადში სვანეთი აღარ იარსებებს

გურგენ ფერელიანი: ასე თუ გაგრძელდა, 5-10 წელიწადში სვანეთი აღარ იარსებებს

„რაღაცა ცვლილებებს ველოდები რომ სვანეთი არ დაიცალოს. განახევრებულია ფაქტიურად სვანეთი, აღარ არის სვანეთი. ახალგაზრდობა აღარ არის. ასე თუ გაგრძელდა, 5-10 წელიწადში სვანეთი აღარ იარსებებს. იმედი მაქვს რომ „ქართული ოცნება“ ოცნებას აუხდენს სვანეთს“, - განაცხადა გურგენ ფერელიანმა დღეს, ლენტეხში „ქართული ოცნების“ ოფისის გახსნისას.

გურგენ ფერელიანი ლენტეხში „ქართული ოცნების“ ოფისს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ოფისის ხელმძღვანელი საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ლიდერებმა პაატა ზაქარეიშვილმა, არჩილ კბილაშვილმა და სოზარ სუბარმა წარუდგინეს.

„მთავარია, რომ ხალხი მხნედაა. მართალია ლაპარაკობენ შიშზე, მაგრამ ამ ადამიანებს ამის არაფერი ეტყობათ. თითოეულ მათგანს გააზრებული აქვს რა უნდა გავაკეთოთ და რა პრობლემების წინაშე დგას ქვეყანა“, - განაცხადა ოფისის გახსნის შემდეგ სოზარ სუბარმა.