ქართულ ბაზარზე ნომერ პირველი იაპონური ბრენდი “შარპი” შემოვიდა. რა თქმა უნდა ამ კომპანიის პროდუქციის შეძენა საქართველოში აქამდეც შეგეძლოთ, მაგრამ "ელიტ ელექტრონიქსის“ წყალობით, "შარპი” უკვე ოფიციალურად გაიყიდება, რაც თქვენს დანახარჯს მეტად აზღვევს. იაპონური ბრედის წარმომადგენლებმა “ელიტ ელექტრონიქსთან” თანამშრომლობის მემორანდუმს ჟურნალისტების თანდასწრებით ხელი სასტუმრო “რადისონში” მოაწერეს.
„ელიტ ელექტრონიქსი“, რომელიც წლებია ქართული ბაზრის ლიდერია ტექნიკის გაყიდვების მიხედვით, მსოფლიოს წამყვანი და ნომერპირველი იაპონური ბრენდის SHARP-ის პარტნიორი და ექსკლუზიური დილერი გახდა.
ქართულ ბაზარზე შემოსვლით იაპონური კომპანიაც კმაყოფილია, კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ქართული ბაზარი, მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზრების ნუსხაში მოიაზრება.
ორ კომპანიას შორის თანამშრომლობის დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა „ელიტ ელექტრონიქსის“ დირექტორის პირველმა მოადგილემ, დავით კენჭაძემ. – "ეს ძალიან დიდი მოვლენაა. დარწმუნებული ვარ, პარტნიორობა წარმატებული იქნება. მითუმეტეს, რომ ექსკლუზიურად ჩვენთან, საინტერესო სიახლე გელით - ჩვენს ქსელში იაპონური ბრენდი უახლესი აღმოჩენით შემოვა“, - განაცხადა კენჭაძემ.
უნიკალური აღმოჩენისა და ზოგადად, "შარპის“ შესახებ, საკმაოდ ვრცლად ისაუბრა "შარპის“ გაყიდვების დირექტორმა, ამზად ეთიქიუმ. მისი თქმით, პირველად და ექსკლუზიურად, მხოლოდ "ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელში „შარპმა“ უახლესი LCD ტექნოლოგიის ტელევიზორი Quattron წარმოადგინა.
–„Quattron, 4 ფეროვანი ტექნოლოგია გახლავთ. უფრო ნათელი, უფრო ბუნებრივი ფერები, 3-ის ნაცვლად, 4 ფერის დაშლით მივიღეთ. შესაბამისად, ახალ ტელევიზორებში, თვალი 1 ტრილიონ ფერს აღიქვამს. ეს 1000-ჯერ მეტი ფერთა გამაა, ვიდრე, აქამდე არსებული ტელევიზორების ეკრანიდან შეგეძლოთ აღგექვათ. ოქროსფერი, იისფერი, ზღვის სილურჯე... ახლა ყველაფერი ბუნებრივია.
ეს კი, იმით გახდა შესაძლებელი, რომ ჩვენ დავანგრიეთ სტერეოტიპი და სამ ძირითად ფერზე (ლურჯი, წითელი, მწვანე), კიდევ ერთი ძირითადი ფერი - ყვითელი დავამატეთ. სწორედ ამ ტექნოლოგიის წყალობით მივიღეთ უნიკალური ფერდაშლის მქონე ტელევიზორი განუმეორებელი ფერთა გამით. ცხადია, დიზაინზეც ვიზრუნეთ - ჩვენი ტელევიზორები, აქამდეც გამოირჩეოდა დახვეწილი, თხელი ვიზუალური მხარით. ახლა მითუმეტეს, დიზაინი, კიდევ უფრო გაუმჯობესებულია“, - განაცხადა ამზად ეთიქიუმ.
ახალი, უნიკალური ტელევიზორები, "რედისონ ბლუ ივერიაშიც“ იყო წარმოდგენილი. მეტი დამაჯერებლობისთვის, მათ გვერდით, 3 ფერის დაშლის ტექნოლოგიით წარმოებული ტელევიზორებიც იდგა. სიმბოლურად ყვითელ ფერებში გამოწყობილი ულამაზესი გოგონები, ცდილობდნენ აეხსნათ და ეჩვენებინათ, რა სხვაობაა ახალი და ძველი ტელევიზორების ეკრანებს შორის.
სხვაობა მართლაც დიდი იყო - Quattron-ის ეკრანზე გაცილებით დაწმენდილი, ბუნებრივი გამოსახულება და მრავალფეროვანი ფერთა გამა იკვეთებოდა. თუმცა, ახალი ტელევიზორის უნიკალურობა მხოლოდ ამით არ ამოიწურება. SHARP-ის ახალი ტელევიზორების დიზაინის სახელწოდებაა AQUOSLED. ტელევიზორს აქვს მაქსიმალური გარჩევადობა. ხოლო ტექნოლოგია DLNA-ს საშუალებით, შესაძლებელია ტელევიზორს მობილური ტელეფონით, უკაბელოდ დაუკავშირდეთ.
ტელევიზორს აქვს ასევე უნიკალური ფუნქცია - Quattron-ის მაღალი სიხშირე გადაცემის მიმდინარეობისას ტელევიზორის ციმციმს იმდენად სწრაფად უზრუნველყოფს, რომ თვალი არ იღლება. ტელევიზორს ასევე აქვს ე.წ. 24პ True Cinema-ს ფუნქცია, რის შედეგადაც სწრაფი და მოძრავი კადრები თვალისთვის ადგილი აღსაქმელია. ამასთან, ტელევიზორს აქვს შესაძლებლობა, ავტომატურად აბალანსოს გამოსახულების სიკაშკაშე ოთახში არსებული განათების მიხედვით.
მოკლედ, "ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიებში, ამიერიდან, ყოველმხრივ უნიკალური ტელევიზორები გაიყიდება. საქართველოს ბაზარზე ჯერ კიდევ 1996 წელს შემოსული, დღეს 21 მაღაზიის მქონე კომპანიის წარმომადგენლების თქმით, "ელიტ ელექტრონიქსი“, ერთგულ თუ პოტენციურ კლიენტებს სამომავლოდაც არაერთ სასიამოვნო სიურპრიზს უმზადებს.