„დაიწყება უფრო საშინელი რამ!“ – ცნობილი ექსტრასენსი ანატოლი კაშპიროვსკი კორონავირუსზე და ვაქცინაზე საუბრობს

„დაიწყება უფრო საშინელი რამ!“ – ცნობილი ექსტრასენსი ანატოლი კაშპიროვსკი კორონავირუსზე და ვაქცინაზე საუბრობს

ცნობილი რუსი ექსტრასენსი ანატოლი კაშპიროვსკი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პტინს მიმართავს თხოვნით, რომ მან უარი თქვას მასობრივ ვაქცინაციაზე. ეს ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

კაშპიროვსკი იხსენებს, რომ სხვადასხვა დროს კაცობრიობა სხვადასხვა პანდემიის წინაშე იდგა: ქოლერა, შავი ჭირი, ფრინველის გრიპი, ესპანკა:

„…და აი, კორონაცირუსის პანდემიაც გათამაშდა. მისი პირველი ჩანასახი 2012 წელს გამოჩნდა. მანამდე? ეს პანდემიის რაღაც ახალი ვარიაციაა, მაგრამ ძალიან მრისხანე, ამიტომაც საშინელ კვალს ტოვებს ფილტვებზე.

ბევრი ეჭვობს, რომ ეს ვირუსი არსებობს. არსებობს! და ბევრიც იმსხვერპლა“ – ამბობს ის.

ექსტრასენსის თქმი, მსოფლიო ვაქცინაზე ალაპარაკდა:

„თავიდან ბილ გეითსმა ღიად განაცხადა, რომ იქნება ვაქცინა და თავად ის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, რომელმაც მსოფლიოში ახალი წესრიგის დაწესება გადაწყვიტა მოსახლეობის „გაწმენდის“ გზით. „ზედმეტი კი ბევრია“ – განმარტა ექსტრასენსმა.

ის დარწმუნებულია, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ დაიწყება უფრო საშინელი რამ – „ადამიანების საყოველთაო მოკვდინება“.