პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის პროცესს აგრძელებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის პროცესს აგრძელებს

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი დღეს ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრას გამართავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის პროცესს განაგრძობს, რადგან ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეს გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა 2016 წლის თებერვალში ეწურება.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარის შესარჩევად უკვე შეხვდა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დღეს კი შეხვედრა და კონსულტაციები ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორთან გაიმართება.