გიორგი მარგველაშვილი - ისლამური სახელმწიფო ტერორისტული წარმონაქმნია, რომელიც დასრულდება ისე, როგორც ასრულებენ ტერორისტები

გიორგი მარგველაშვილი - ისლამური სახელმწიფო ტერორისტული წარმონაქმნია, რომელიც დასრულდება ისე, როგორც ასრულებენ ტერორისტები

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. 
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, მძიმე წუთებში ფრანგი ხალხის და საფრანგეთის სახელმწიფოს გვერდითაა. 
ამასთან, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ე.წ. ისლამური სახელმწიფო არის ერთი დიდი ტყუილი, ვინაიდან მას არც სახელმწიფოსთან აქვს რაიმე კავშირი და არც  - ისლამთან. 
"ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ფრანგ ხალხს და საფრანგეთის სახელმწიფოს. ფრანგ მოკავშირეებთან ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობა მაშინაც გამოჩნდა, როცა ევროკავშირის ფარგლებში.  ქართველი მებრძოლები ფრანგ მებრძოლებთან ერთად დადგნენ აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში და შეასრულეს მნიშვნელოვანი მისია. ამ რეალობაში  ნათლად უნდა დავინახოთ, როგორი გამოწვევის წინაშე დგას კაცობრიობა. 
"ისლამური სახელმწიფო" არის ერთი დიდი ტყუილი, რადგან არც სახელმწიფოსთან აქვს არანაირი კავშირი და არც ისლამთან", – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 
ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, ე.წ. ისლამური სახელმწიფო ტერორისტული წარმონაქმნია, "რომელიც დასრულდება ისე, როგორც ასრულებენ ტერორისტები".