გასული ღამის განმავლობაში ფრანგმა სამართალდამცავებმა 23 ადამიანი დააკავეს

გასული ღამის განმავლობაში ფრანგმა სამართალდამცავებმა 23 ადამიანი დააკავეს

ღამის განმავლობაში ფრანგმა სამართალდამცველებმა 168 რეიდი ჩაატარეს, დაკავებულია 23 ადამიანი, ამოღებულია 31 ერთეული იარაღი, ფრანგი სამხედროების უნიფორმები. 23 დაკავებულის გარდა, 104 ადამიანს შინა პატიმრობა მიესაჯა.

როგორც "ფრანს 24" იტყობინება, ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა განაცხადა.

"ეს მხოლოდ დასაწყისია, ასეთი ოპერაციები კვლავ გაგრძელდება. სახელმწიფოს რეაქცია მასშტაბური იქნება", - განაცხადა მინისტრმა.

ბოლო მონაცემებით, პარიზში მომხდარი ტერაქტების შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა, 350-ზე მეტი კი დაშავდა.