სამართალდამცველები ბრიუსელის მოლენბეკის რაიონში ანტიტერორისტულ რეიდს ატარებენ

სამართალდამცველები ბრიუსელის მოლენბეკის რაიონში ანტიტერორისტულ რეიდს ატარებენ

ბელგიელი სამართალდამცველები ბრიუსელის მოლენბეკის რაიონში ანტიტერორისტულ რეიდს ატარებენ. ამის შესახებ ტელეკომპანია RTBF-ი იტყობინება. როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, პარიზში განხორციელებული თავდასხმების შემსრულებელთა ნაწილი სწორედ მოლენბეკის რაიონში ცხოვრობდა.

მანამდე, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე რეინდერსმა განაცხადა, რომ მოლენბეკიდან სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე უამრავი ევროპელი ჩავიდა. მისი ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში 30 000 უცხოელი მებრძოლი, მსოფლიოს 100 ქვეყნიდან იბრძვის.