გამოძიებამ პარიზში მომხდარი ტერაქტების კიდევ ორი შემსრულებლის იდენტიფიცირება მოახდინა. როგორც "ფრანს 24" იტყობინება, ესენია 1987 წელს, პარიზში დაბადებული სამი ამიმური, რომელმაც "ბატაკლანის" საკონცერტო დარბაზში თავი აიფეთქა. ის ფრანგული სპეცსამსახურებისთვის 2012 წლიდან იყო ცნობილი, როცა ტერორისტებთან კავშირის საკითხზე აღძრული საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი გახდა. ამიმურის რამდენიმე ნათესავი დღეს დილით დააკავეს. მათი ინფორმაციით, ამიმური 2 წლის წინ სირიაში წავიდა.
მეორე თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, რომ აჰმად ალ-მუჰამადია. 25 წლის მამაკაცი სირიის პროვინცია იდლიბის მკვიდრია. სწორედ ასეთი ინფორმაციაა მითითებული პასპორტში, რომელიც სამართალდამცველებმა ტერორისტის გვამთან აღმოაჩინეს. გამოძიების თანახმად, ალ-მუჰამედმა სტადიონ "სტად დე ფრანსთან" აიფეთქა თავი. ოფიციალური ვერსიით, ის საფრანგეთში საბერძნეთის კუნძულ ლეროსის გავლით ჩავიდა.