სტადიონ "სტად დე ფრანს"-იდან ევაკუაციის დროს, ფეხბურთის გულშემატკივრები საფრანგეთის ჰიმნს მღეროდნენ. ვიდეომასალას ფრანგული მედია ავრცელებს.
თვითმკველმა ტერორისტებმა სტადიონის სიახლოვეს თავი გუშინ აიფეთქეს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა ამ თავდასხმის შედეგად.
ტერაქტის დროს სტადიონზე საფრანგეთი-გერმანიის ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა.