სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას ბრატისლავას საერთაშორისო აეროპორტში ორი ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დახვდნენ.
დღესვე, საქართველოს მთავრობის მეთაური სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს და ეროვნული საბჭოს სპიკერ პეტერ პელეგრინს შეხვდება. დაგეგმილია საქართველოსა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.