სომხეთმა და აზერბაიჯანმა შესაძლოა კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღონ მოლაპარაკების პროცესში, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გარკვეული ტერიტორიების დაბრუნება სტატუსის სანაცვლოდ.
ამის შესახებ ჟურნალისტებტან სომხეთის მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატმა ლევონ მარტიროსიანმა განაცხადა.
„ჩვენ არ გამოვრციხვათ, რომ მოლაპარაკების პროცესში კომპრომისული გადაწყვეტილება მოინახოს, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აზერბაიჯანისთვის გარკვეული ტერიტორიების დაბრუნება, ყარაბახის მოსახლეობის უსაფრთხო და სტაბილური ცხოვრების და ყარაბახის სტატუსის განსაზღვრის სანაცვლოდ. ამაში ახალი არაფერია და არ არსებობს შეშფოთების საფუძველი“, - განაცხადა დეპუტატმა.