CNN - რუსულმა არხებმა შემთხვევით საიდუმლო სამხედრო მასალები გააშუქეს

CNN - რუსულმა არხებმა შემთხვევით საიდუმლო სამხედრო მასალები გააშუქეს

ორმა მკაცრად კონტროლირებადმა რუსულმა არხმა შემთხვევით საიდუმლო სამხედრო მასალები გააშუქა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კადრები თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზეა დაფიქსირებული, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობდა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, ისინი სამომავლოდ პრევენციულ ზომებს მიიღებენ, რათა მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს.