პარლამენტმა საარჩევნო საკითხებზე ინტერპარტიული კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო

პარლამენტმა საარჩევნო საკითხებზე ინტერპარტიული კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო

საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ინტერპარტიული კომისიის შექმნის წინადადებას უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. 
პარლამენტში ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" მიერ წარდგენილი დადგენილების პროექტის მიღებას მხოლოდ 17-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და შესაბამისად, პროექტი ჩავარდა. კენჭისყრას დღეს წინ დებატები უძღოდა. 
უმრავლესობის აზრით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციამ ხელისუფლებას მათ მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი ერთგვარი ულტიმატუმის სახით შესთავაზა და მხოლოდ მათი მოსაზრებების გაზიარება მოითხოვა. 
ამასთან, უმრავლესობამ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არ გაუქმდება.