უვიზო მიმოსვლაზე ფრედერიკა მოგერინის განცხადებები იმედისმომცემია

უვიზო მიმოსვლაზე ფრედერიკა მოგერინის განცხადებები იმედისმომცემია

„ფრედერიკა მოგერინიმ განმარტა, რომ უვიზო მიმოსვლით პირველ რიგში ჩვეულებრივი მოქალაქეები ისარგებლებენ და ვიზალიბერალიზაციაზე უარის სადამსჯელო ინტსტუმენტად გამოყენებით ზიანი უშუალოდ მოსახლეობას მიადგება“ – ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე „ლიბერალთან“ საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგნელის, ფრედერიკა მოგერინის ვიზიტს აფასებს.

მისი თქმით, მოგერინი ვიზალიბერალიზაციის საკითხის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი და მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისგან დადებით გადაწყვეტილებას უნდა ელოდოს.

„ეს განცხადება იმედისმომცემია. ვფიქრობ, ამ დროისთვის, ფაქტობრივად ყველაფერი საქართველოს ხელშია და დარჩენილ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ამ პროცესს შეაფერხებს“ - ამბობს ჩხიკვაძე.  

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ფრედერიკა მოგერინიმ ყურადღება ისეთ საკითხებზე გაამახვილა, როგორებიცაა არჩევნები, მედიის თავისუფლება და პლურალიზმი, კანონის უზენაესობა.