გოდერძის უღელტეხილიდან მაშველებმა 7 ავტომობილი და 30-მდე მგზავრი გამოიყვანეს

გოდერძის უღელტეხილიდან მაშველებმა 7 ავტომობილი და 30-მდე მგზავრი გამოიყვანეს

გოდერძის უღელტეხილიდან მაშველებმა 7 ავტომობილი გამოიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა აჭარაში ზვიად ჯაფარიძემ განუცხადა, მაშველებმა გოდერძის უღელტეხილიდან შვიდ ავტომობილში მყოფი ყველა მგზავრის, დაახლოებით 30 ადამიანის გამოყვანა მოახერხეს.
მისივე ინფორმაციით, ღვარცოფი მოვარდა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე, მახუნცეთში, სადაც სტიქიამ სამი სახლი დატბორა. მაშველებმა 19 მოქალაქის ევაკუაცია მოახდინეს, მათგან 4 მცირეწლოვანია.