გომბორის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდვებით ხორციელდება

გომბორის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდვებით ხორციელდება

ინტენსიური თოვის გამო, გომბორის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს , უხვი ნალექის გამო, გომბორის უღელტეხილზე გადაადგილება საზაფხულო საბურავებით მოძრავი ავტომობილებისთვის დროებით შეიზღუდა. დანარჩენი ავტოტრანსპორტის გადაადგილება ნებადართულია.