დეპუტატ გოგა ხაჩიძის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ავლაბრის სასახლიდან გამოყვანის პროცესი როგორ უნდა მოხდეს, მისთვის უცნობია.
როგორც ახალი პოლიტიკური ცეტრის, "გირჩის" წევრი გოგა ხაჩიძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა დაველოდოთ, რას მოიმოქმედებს მმართველი გუნდი.
"ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ბევრი რამე ვნახე საქართველოში და ვერ წარმომიდგენია, რა პროცესია ეს, როგორ ასახლებენ პრეზიდენტს. შეთქმულების თეორიას თუ გავყვებით, ავეჯის გადაზიდვის სერვისით უნდა იყოს ეს საკითხი. ამ თემაზე სერიოზულად ვერ ვმსჯელობ, რადგან ეს ის საკითხია, რომელზეც უნდა დაველოდოთ მოვლენებს, თუ რას მოიმოქმედებს მმართველი გუნდი და რა ფორმით გამოასახლებს პრეზიდენტს", - განაცხადა ხაჩიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.