"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლო ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს მათ გაემიჯნონ მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებებს.
ნიკა გვარამიას თქმით, ყველა, მათ შორის ისინიც, ვის სასარგებლოდაც მოსამართლე ურთმელიძე იღებს გადაწყვეტილებას, მას აკრიტიკებენ.
"მოვისმინეთ შეშინებული კაცუნების ბრიფინგი, ძალიან სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ ეს ადამიანები თავს. ყველაზე უფრო შერცხვენილი სასამართლო ხელისუფლება, მეგობრებო, ხომ ხედავთ რა დღეში ჩაგაგდოთ მოსამართლედ წოდებულმა ურთმელიძემ. ყველა მათ შორის, ისინიც, ვის სასარგებლოდაც იღებთ გადაწყვეტლებას თავს ვადლდებულად რაცხენ დაამცირონ სასამართლო სისტემა და აკრიტიკონ ის. ნუ იმცირებთ თავს, ძალიან ძვირი ღირს თქვენი რეპუტაცია და ძალიან რთული იქნება მისი აღდგენა. გაემიჯნეთ მოსამართლე ურთმელიძეს",-განაცხადა გვარამიამ