ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მას დავით დვალმა შესთავაზა დაეკავებინა ტელეკომპანიის დროებითი მმართველის პოსტი, თუმცა, თანხმობა არ მიუღია.
უდუმაშვილი დავით დვალის განცხადებას აბსურდულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ დვალს მისივე თხოვნით შეხვდა.
"ხელისუფლების მხრიდან სიურპრიზები არ მთავრდება. ჩვენ მორიგი აბსურდი მოვისმინეთ იმ ე.წ. დროებითი მმართველებისგან, რომელიც ურთმელიძემ "რუსთავი 2"-ს დაუნიშნა. მაინტერესებს, როდიდან გახდა კონფიდენციალური საუბრები საჯარო განხილვის საგანი. მე ორი დღის წინ, დავით დვალის თხოვნით, შევხდი მას. მას გავაცანი ჩემი მყარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ იზიარებდა კომპანია იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს. ბუნებრივი, ჩვენ ვერ შევჯერდით და ბოლო წინადადება ასეთი იყო, ხომ არ დავთანხმდებოდი მე დროებით მმართველობას, რაზეც დავით დვალს თანხმობა არ მიუღია და ამით დავშორდით ერთმანეთს",-განაცხადა უდუმაშვილმა