"რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ჯარჯი აქიმიძის განცახდებით, მან და დავით დვალმა "საის" ხელმძღვანელს დახმარება სთხოვეს "რუსთავი 2"-თან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
როგორც აქიმიძემ "პირველ პრესკლუბში" განაცხადა, მათ "საიას" ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა დახმარება აღუთქვა.
"მე და დათოს გუშინ საუბარი გვქონდა "საიას" ხელმძღვანელთან. ჩვენ ანა ნაცვლიშვილს დახმარება ვთხოვეთ. ვთხოვეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარება, რათა არ მოხდეს საზოგადოებრივი აზრის მაქსიმალურად გამძაფრება, აქედან გამომდინარე, არასამთავრობოების პირდაპირი მოვალეობაა, რომ ჩაერიონ ამ საკითხში, რათა დაარეგულირონ ეს მდგომარეობა. ანა ნაცვლიშვილმა აღგვითქვა დახმარება და მზადყოფნა გამოთქვა, გაფართოებულ რეჟიმში ყურადღება მიაქციონ, კონტროლზე აიყვანონ აღნიშნული სიტუაცია მას შემდეგ, რაც ჩვენ გავაკეთებთ ამ განცხადებას", - განაცხადა აქიმიძემ.