დროებითი მმართველების შეთავაზებას ტელეკომპანია

დროებითი მმართველების შეთავაზებას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში პრესკონფერენციაზე უპასუხებენ

დროებითი მმართველების საპასუხო პრესკონფერენცია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში 15:00 საათზე გამართება. "რუსთავი2"-ში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე სავარაუდოდ, ცნობილი გახდება, რა პასუხი აქვს ზაალ უდუმაშვილს, რომელსაც სასამართლოს მიერ დროებით მმართველებად დანიშნულმა დავით დვალიმა და რევაზ საყევარიშვილმა ტელევიზიის მართვის უფლება მიანიჭეს.

აღნიშნული გაანწყვეტილება, როგორც დავით დვალმა აღნიშნა, ზაალ უდუმაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

დავით დვალის განმარტებით, "რუსთავი 2"-ის დირექტორის მოადგილის, ზაალ უდუმაშვილისთვის მმართველის ფუნქციის შეთავსების შეთავაზება ძალაშია, ვიდრე ზემდგომ ინსტაციაში არ განიხილება მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება, რომლის მიხედვითაც დვალი და საყევარიშვილი ტელეკომპანიის დროებით მმართველებად დაინიშნენ.