რამზან კადიროვი არაბულ სახელმწიფოებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს

რამზან კადიროვი არაბულ სახელმწიფოებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს

ჩეჩნეთის ლიდერის განცხადებით, აუცილებელია მოინახოს გზა და მიღწეულ იქნას შეთანხმება, რათა შემუშავდეს საერთო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველი მექანიზმები.

ჩეჩნეთის ხელისუფლების პრესსამსახურის ცნობით, რამზან კადიროვმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერებს „ისლაური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„ჩემი ვალია, რომ პირდაპირ მივმართო საუდის არაბეთის, ყატარის, ქუვეითის, ბაჰრეინის, ომანის, არაბეთის გაერთიანებული ემირატების, იორდანიის, მაროკოს, ალჟირის, ირანის, თურქეთის, მალაიზიის, ინდონეზიის და პაკისტანის ხელისუფლებას. როდემდე აპირებენ ასე მშვიდად აიტანონ მუჰამედის წინასწარმეტყველების განადგურება? რატომ არ გაერთიანდებით და არ განიხილავთ პრობლემას? რატომ არ იღებთ ზომებს „ისლამური სახელმწიფოს“ ასალაგმად? რატომ არ ეუბნებით აშშ-ს და მის მოკავშირეებს - „საკმარისია!. ჩვენ 1,5 მილიარდი ვართ! ახალგაზრდები, მამაცები და ჩვენ შეგვწევს ძალა, გადავწყვიტოთ ნებისმიერი, მსოფლიო მასშტაბის პრობლემა, თუ გავერთიანდებით. ალაჰის სახელით მოგიწოდებთ, მოვძებნოთ გზები გაერთიანებისთვის, დავფიქრდეთ და შევიმუშავოთ მექანიზმი, რათა საერთო მტერი ერთად გავანადგუროთ“, - აღნიშნულია კადიროვის განცხადებაში.