პრემიერ–მინისტრი საქართველოში იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ელჩს შეხვდა

პრემიერ–მინისტრი საქართველოში იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ელჩს საქართველოში ნასარ ჰაბაშნეს შეხვდა.

შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. მხარეებმა საქართველო–იორდანიას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და ამ ურთიერთობების გარღმავების პერსპექტივები დასახეს. საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში.