რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთთან რეგიონული გაერთიანებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის განკარგულება გასცა. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, პუტინმა ასევე დაავალა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, სომხურ მხარესთან მოლაპარაკებები გამართოს და აღნიშნულ შეთანხმებას მოაწეროს ხელი.
მოლაპარაკებებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, ანალოგიური დოკუმენტის დადება ყირგიზეთთან და ტაჯიკეთთან იგეგმება.
2013 წელს რუსეთმა გაერთიანებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმება ყაზახეთთან დადო.