არ ვფიქრობ, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესსა და "რუსთავი 2"-ის საკითხს შორის პირდაპირი კავშირი არსებობდეს. ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა "რუსთავი 2"-ის საქმე ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში შემაბრკოლებელი ფაქტორი.
"მინდა გავიმეორო ის, რაც გუშინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა. ჩვენ ახლა ვიზალიბერალიზაციის მოქმედებათა გეგმის იმპლემენტაციის შეფასების ეტაპზე ვართ. არ მგონია, რომ ამას რაიმე კავშირი ჰქონდეს იმ საკითხთან, რომელიც ახლა საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგში დგას", - განაცხადა ჰერმანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს სასამართლო პროცესზე, რომელიც "რუსთავი 2"-ის საქმეზე მიმდინარეობს, ჰერმანმა აღნიშნა, რომ კომენტარისგან თავს შეიკავებს. მისი განმარტებით, ევროკავშირმა მართლმსაჯულების სისტემის სრული დამოუკიდებლობისა და მედისა და პოლიტიკური პლურალიზმის დაცვის აუცილებლობაზე არაერთი განცხადება გააკეთა.