საფრანგეთის სპეცსამსახურებმა ტერაქტი აღკვეთეს

საფრანგეთის სპეცსამსახურებმა ტერაქტი აღკვეთეს

საფრანგეთის სპეცსამსახურებმა ტერაქტი აღკვეთეს. როგორც "როიტერი" იტყობინება, ამის შესახებ საფრანგეთის შს მინისტრმა ბერნარ კაზნევმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, 29 ოქტომბერს სპეცსამსახურებმა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სავარაუდო წევრი დააკავეს, რომელიც საფრანგეთის სამხრეთში მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზაზე თავდასხმას გეგმავდა.
2014 წელს ახალგაზრდა მამაკაცმა სირიაში წასვლა ორჯერ სცადა, რის შემდეგაც ქვეყნის სამართალდამცავმა ორანოებმა ის კონტროლზე აიყვანეს. საფრანგეთის შს მინისტრის ცნობით, დაკავებული, ტერაქტის განხორციელების მიზნით, იარაღის შეძენას ცდილობდა.