თურქმა სამართალდამცველებმა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი დაჯგუფების, "ჯაბჰათ ალ-ნუსრას" 18 წევრი, მათ შორის ორი ქალი დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა DHA იტყობინება.
რეიდები პროვინცია კონიაში ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები "ჯაბჰათ ალ-ნუსრასთვის" ახალი წევრების გადაბირებით იყვნენ დაკავებულები.