საქართველოში კომპანია

საქართველოში კომპანია "ჰენკელი" საწარმოს ხსნის

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მსოფლიოში ერთ–ერთმა ცნობილმა კომპანია „ჰენკელმა“ საწარმოს მშენებლობა დაიწყო.

მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

„ძალიან სასიხარულოა რომ ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიცაა „ჰენკელი“, საქართველოში და ჩვენს რეგიონში პირველად შემოდის. კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა მე დავოსში, იანვარში მქონდა და სწორედ ეს შეხვედრა გახდა გადამწყვეტი. მისასალმებელია, რომ გერმანული დისციპლინა და ხარიხი შემოდის საქართველოში. ეს არის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.  

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ეს იქნება „ჰენკელის“ პირველი საწარმო საქართველოში და იგი ფუნქციონირებას 2016 წლიდან დაიწყებს. წარმოებული პროდუქცია - წებოვანი სამშენებლო მასალები გაიყიდება როგორც ადგილზე, ასევე მოხდება ექსპორტი სომხეთსა და აზერბაიჯანში.

ქიმიურ სექტორში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია „ჰენკელი” გერმანიაში დაფუძნდა. მსოფლიო მასშტაბით, „ჰენკელი”50 000 ადამიანს ასაქმებს და მისმა გაყიდვებმა  2014 წელს 16.4 მილიარდი ევრო შეადგინა.  საწარმოში მშენებლობის პროცესში და ამუშავების შემდეგაც, ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.