„ის პოზიტიური მესიჯები, რომელიც ჩვენ მოგერინისგან მოვისმინეთ იმედის მომცემია“

„ის პოზიტიური მესიჯები, რომელიც ჩვენ მოგერინისგან მოვისმინეთ იმედის მომცემია“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის ჩართულობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

როგორც მთავრობის მეთაურმა მოგერინის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა, 16 ნოემბერს საქართველო-ევროკავშირის კონფერენცია გაიმართება, სადაც დეტალურად იქნება განხილული ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია.

„ესაა უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, ვინაიდან ესაა პირველი მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოში და მთელ რეგიონში. ის პოზიტიური მესიჯები, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვისმინეთ არის ძალიან იმედის მომცემი და უშუალოდ მისი ჩართულობა არის ასევე ძალიან მნიშნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. მე მივდივარ ბრიუსელში 16-ში. ჩვენ გქვენება ერთობლივი კონფერენცია საქართველო-ევროკავშირის, სადაც ჩვენ დეტალურად განვიხილავთ სფეროების მიხედვით იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.