დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ ოფიციალურად დაიწყო მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრი ქვეყნის პირობების შეცვლასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ევროსაბჭოს თავმჯდომარეს დონალდ ტუსკს მან მოთხოვნების წერილი გაუგზავნა, რომლის შინაარსი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევის ცენტრმა მოხსენება მოაზმადა, რომლის თანახმად, ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა გარკვეულ პრივილეგიებს დაკარგავს.