ევროკავშირი–საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე საუბარი პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ სამუშაო სადილზე განაგრძეს.
საქართველოს მთავრობის მეაური და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მთაწმინდაზე ფუნიკულიორის ტრამვაით ავიდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში პირველი ვიზიტით მყოფ ფედერიკა მოგერინის თბილისის ხედები დაათვალიერებინა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა თბილისის სილამაზესა და მის კოლორიტულობას.
სამუშაო სადილს საქართველოს ვიცე–პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დაესწრნენ.