"ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, მას სურს თუ არ სურს" - ივანიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაზე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის უარს, ათონელის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით, "ცინიზმის მაღალ დონედ" აფასებს.

როგორც ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა, ყველამ უნდა დაიცვას კანონი და პატივი სცეს ქართულ სახელმწიფოს, მათ შორის პრეზიდენტმა.

"ის ჯიუტად აგრძელებს, კომერციული ნაწილიც უნდა შეფასდეს, 10 მილიონს აჭარბებს და ამბობს, რომ მოქალაქეების დასაცავად აკეთებს. აქაც ცინიზმის ძალიან მაღალი დონეა. ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, მას სურს თუ არ სურს. სახელმწიფო სახელმწიფო უნდა იყოს და სტრუქტურებმა უნდა განახორციელონ თავისი უფლებამოსილებები. თავის დროზე მთავრობამ განაცხადა, რომ კანონიერი ქმედებისგან თავს შეიკავებს. ეგ დროც დადგება",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.