„უამრავი უმეცარი განცხადება აქვთ გაკეთებული ევროსაბჭოს, ეუთო-ს, „სახალხო პარტიას“

„უამრავი უმეცარი განცხადება აქვთ გაკეთებული ევროსაბჭოს, ეუთო-ს, „სახალხო პარტიას“

საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭომ და ეუთო-მ უამრავი უმეცარი განცხადებები გააკეთა, მათი შენიშვნები მაინც ყურადსაღებია.

ივანიშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, საქართველო გარედან იმართებოდა, თუმცა ასე აღარ იქნება.

„ვთქვათ დიპლომატიური კორუსი აღშფოთებას გამოთქვამს. იგივე უცხოელებმა, „სახალხო პარტიამ“, რომელიც აღშფოთებულია, ასეთივე აღშფოთებული იყო, ვითომდა ტელევიზორებს და მაცივრებს რომ ვარიგებდი მე და უამრავი უმეცარი განცხადებები გააკეთა „სახალხო პარტიამ“, იგივე ევროსაბჭომ და ეუთო-მ, მაგრამ ამით არ იფიქროთ, რომ ჩვენ ხელგვწეიფება და უფლება გვაქვს მათი განცხადებები ყურად არ მივიღოთ. მათ განცხადებებს დიდი ყურადღებით ვუსმენთ და ვპასუხობთ სადაც საპასუხოა. მაგრამ ის, რომ თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ახერხებდა, რომ გარედან უნდა იმართოს სახელმწიფო, ქართველი ხალხი არაფერს ნიშნავს და რასაც ისინი იტყვიან იმაზე უნდა ვიცეკვოთ, ასე აღარ იქნება. არჩევნების უფლება წაართვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხალხს, მაგრამ დაუბრუნდათ ჩვენი მოსვლის შემდეგ. მარტო იმათი კარნახით, რომ მათ თქვეს ასევე ვერ იქნება და არ იქნება, თუმცა ყოველთვის ჩვენ ჩვენი მეგობრების შენიშვენებს მცდარსაც კი და ძალიან ბევრია მცდარი საუბედუროდ, რადგან დიდი როლი აქვს ამაში „ნაციონალურ მოძრაობას“, ჩვენ მაინც ყურადღბა უნდა მივაქციოთ , - განაცხადა ღარიბაშვილმა.