საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი „რუსთავი 2“-ს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს კერძო დავაა.
მისი თქმით, აღნიშნული ტელევიზიის საქმეზე დიდი აჟიოტაჟია ატეხილი.
„რუსთავი 2“-ის საქმეზე დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, მაგრამ ჩვენ მოქალაქეებს რეალობას შევახსენებ, დვალი და ხალვაში ბრძოლეობენ წართმეულ ქონებაზე და სასამართლოში შეიტანეს სარჩელი. ერთ მხარეს არის დავით დვალი და ქიბარ ხალვაში, მეორე მხარე გახლავთ გვარამია გამოკვეთილად და მთელი „ნაციონალური მოძრაობა“. მეპატრონე ყარამანიშვილები ბოლოს მოქოქეს, მაგრამ ვერ მოქოქეს, ამითაც კარგად ჩანს რაც ხდება და როგორც. მიდის სამართლებრივი დავა და ფორმალურ მხარეს თუ შევხედავთ ასეთია როგორც დავხატე“, - განაცხადა ივანიშვილმა.