საქართველოში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ნილს მუჟნიეკსი იმყოფება

საქართველოში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ნილს მუჟნიეკსი იმყოფება

საქართველოში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ნილს მუჟნიეკსი იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კომისრის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებების და ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან.

სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა კომისარი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას.

ასევე, გაიმართება შეხვედრები სახალხო დამცველთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტის შედეგად, კომისარი მოამზადებს ანგარიშს, რომელიც განხილული იქნება კომისრის 2015 წლის კვარტალური ანგარიშის ფარგლებში.