„ევროკავშირი ძალიან სერიოზულ შეფასებას აძლევს საქართველოს წვლილს საერთაშორისო მისიების თვალსაზრისით“

„ევროკავშირი ძალიან სერიოზულ შეფასებას აძლევს საქართველოს წვლილს საერთაშორისო მისიების თვალსაზრისით“

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, საქართველო და ევროკავშირი ერთად მუშაობენ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად, როგორც რეგიონში, ასევე გლობალურ არენაზე.

ეს განცხადება მოგერინიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან ევროკავშირს საერთაშორისო მისიებში საქართველოს როლი ხაზგასმით აღნიშნა.

„ჩვენ ძალიან სერიოზულ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს წვლილს ევროკავშირის მისიების თვალსაზრისით ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, მალიში. ეს გახლავთ კონკრეტული თანამშრომლობის მაგალითი უსაფრთხოების საკითხებზე. ყოველდღიურად ჩვენი წარმომადგენლები გვერდიგვერდ მუშაობენ ევროკავშირის საოპერაციო მისიების ჩარჩოებში, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ უსაფრთხოების, სტაბილურობის მისაღწევად, როგორც ჩვენი რეგიონში, ასევე გლობალურ არენაზე“, - აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.