პრემიერ-მინისტრი ვროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ვროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის შეხვდა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ფედერიკა მოგერინის პირიპირ შეხვდა.

მხარეებმა საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები განიხილეს. მათ ასევე იმსჯელეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე, ასოცირების შეთანხმების განხორციელებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების მნიშვნელობაზე.

როგორც "პირWელს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულება საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ მაქსიმალური ძალისხმევა გასწია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის შესასრულებლად.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და კონფლიქტურ რეგიონებში ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო  რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ფედერიკა მოგერინს განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი შეაფასა, როგორც ევროკავშირის მხარდაჭერის დადასტურება.