„მე მაღალ შეფასებას ვაძლევ საქართველოს როლს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში“

„მე მაღალ შეფასებას ვაძლევ საქართველოს როლს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში“

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების სფეროში საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა საკმაოდ კარგად მიმდინარეობს.

ეს განცხადება მოგერინიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მოგერინი მზად არის საქართველოს პრემიერს მომავალ კვირას ბრიუსელში უმასპინძლოს.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ მე მაღალ შეფასებას ვაძლევ საქართველოს როლს, პირველ რიგში, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება უმთავრესია, პარტნიორობა ამ სფეროში საკმაოდ კარგად მიდის და ჩემთვის დიდად სასიამოვნო იქნება მიგიღოთ ბრიუსელში შემდეგ კვირას, რათა გავაგრძელოთ საუბარი ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების საკითხებზე, ვიმუშაოთ მეორე საბჭოს სხდომაზე ასოცირებასთან დაკავშირებით და ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულების განხილვის თვალსაზრისით ნაყოფიერად ვიმუშაოთ, ჩვენი პოლიტიკის ანალიზის და პარტნიორობის დიალოგთან მიმართებაში, რომელიც 26 ნოემბერს გაიმართება“, - განაცხადა მოგერინიმ.