საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიმდინარე სამოქალაქო განათლების ოლიმპიადასთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრას ესწრება.
როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, ორგანიზაცია „მოქალაქე“ საქართველოს სკოლების მე-9 მე-12 კლასების მოსწავლეებისათვის 2015-16 სასწავლო წელსაც ატარებს სამოქალაქო განათლების ოლიმპიადას. ოლიმპიადის ყველა მომდევნო ეტაპზე გადასული მოსწავლე, ორგანიზაცია „მოქალაქისგან“ პრიზს მიიღებს, მე-3 ტურის 20 გამარჯვებული კი დასავლეთ ევროპაში ენის კურსებზე გაემგზავრება.
ცნობისთვის, სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაცია „მოქალაქის“ პროექტია, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.