რუსეთმა საქართველოში განხორციელებული ინტერვენციის დროს მიღებული გაკვეთილები აითვისა

რუსეთმა საქართველოში განხორციელებული ინტერვენციის დროს მიღებული გაკვეთილები აითვისა

რუსეთმა საქართველოში განხორციელებული ინტერვენციის დროს მიღებული გაკვეთილები აითვისა

რუსეთმა საქართველოში განხორციელებული ინტერვენციის დროს მიღებული გაკვეთილები აითვისა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას თანაშემწემ სელესტ უოლანდერმა რუსული გამოცემა "მედუზასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"სირიაში რუსეთმა მსოფლიოს საკუთარი შეიარაღებული ძალების ახალი შესაძლებლობები დაანახა. კონკრეტული მაგალითების მოყვანა არ შემიძლია, თუმცა ნამდვილად დავრწმუნდით, რომ რუსეთს შეუძლია, ტექნოლოგიური თვალსაზრისით ძალიან რთული ოპერაციების ჩატარება და საქართველოში ინტერვენციის დროს მიღებული გაკვეთილები აითვისა. რუსეთს ახლა ძალიან ეფექტური შეიარაღებული ძალები ჰყავს", - განაცხადა უოლანდერმა.

მისი თქმით, უკრაინის მაგალითზე რუსეთმა მსოფლიოს დაანახა, რომ საკუთარი ინტერესებისთვის, ევროპის საზღვრების ცალმხრივი შეცვლის მიზნით, მზად არის სამხედრო ძალა გამოიყენოს, მეზობელი ქვეყნის განვითარება კი, სამხედრო და პოლიტიკური მეთოდების საშუალებით განსაზღვროს.

"ეს ქმნის საფრთხეს რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის, მათ შორის ნატო-ს წევრებისთვისაც. ნატო რუსეთს პირდაპირ მოწინააღმდეგად არ მიიჩნევს, თუმცა იძულებულია, საკუთარი წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ზომები მიიღოს. 2014 წლიდან ნატომ, ურთიერთმოქმედების გაძლიერებისკენ მიმართული სწავლების სერია ჩაატარა", - განაცხადა ობამას თანაშემწემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ მიიღო ნატო-მ ანალოგიური ზომები "საქართველოში მომხდარი კონფლიქტის" შემდეგ, სელესტ უოლანდერმა განაცხადა, რომ განსხვავება იმაშია, რომ 2008 წელს რუსეთი "საქართველოს იმ რაიონებში შეიჭრა, სადაც რუსული ჯარები იმყოფებოდნენ".

"საქართველოში ინტერვენციამ დაარღვია ევროპაში უსაფრთხოების შესახებ უამრავი შეთანხმება და გაეროს ქარტია. ჩვენ ამის შესახებ მაშინვე განვაცხადეთ. ჩემი მოსაზრებით, განსხვავება იმაშია, რომ 2008 წელს რუსეთი საქართველოს იმ რაიონებში შეიჭრა, სადაც უკვე იმყოფებოდნენ რუსული ჯარები (მშვიდობისმყოფელთა სახით). ეს არ ნიშნავს, რომ ინტერვენცია დაშვებული იყო, თუმცა რუსეთის ხელმძღვანელობა ფიქრობდა, რომ ეს შერჩებოდა. დონბასში კი, რუსული ჯარები არ იყვნენ.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ინტერვენცია წინ უსწრებდა მოვლენებს უკრაინის აღმოსავლეთში, თუმცა შედეგების თვალსაზრისით, დონბასი გაცილებით უფრო სარისკო ოპერაცია იყო. მოვლენები უკრაინასა და სირიაში გვიჩვენებს, რომ რუსეთი მზად არის, სამხედრო ძალა სულ უფრო სარისკო ოპერაციებში გამოიყენოს", - განაცხადა ობამას თანაშემწემ.