„რაც მინისტრი გავხდი, რუსებს ჩემს თავდაცვის მინისტრობასთან დაკავშრებით პრობლემა აქვთ“

„რაც მინისტრი გავხდი, რუსებს ჩემს თავდაცვის მინისტრობასთან დაკავშრებით პრობლემა აქვთ“

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი "პარიოტთა ალიანსის" ლიდერის და საგარეჟოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირმა ინაშვილის მოთხოვნას პასუხობს.

კითხვაზე, რას ფიქრობს მედიაკავშირ ობიექტივის ხელმძღანელ ირმა ინაშვილის განცხადებაზე მის გადადგომასთან დაკავშირებით, ხიდაშელმა განაცხადა, რომ ამაში ახალს ვერაფერს ხედავს.

„პირველი დღიდან, რაც მინისტრი გავხდი, რუსებს ჩემს თავდაცვის მინისტრობასთან დაკავშირებით პრობლემა აქვთ. რაიმე ახალს ვერ ვხედავ ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ხიდაშელმა.